დედაჩემს აქვს ბიპოლარული აშლილობა რომელიც ყოველ წე... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

19-05-2012

-გამარჯობათ,დედაჩემს აქვს ბიპოლარული აშლილობა რომელიც ყოველ წელს უმეორდება და უგრძელდება დაახლოებით 2თვემდე, მაინტერესებს არის თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობითი, დედაჩემს ეს დაავადება მშობიარობის სემდეგ დაემართა მანამდე არ აწუხებდა მშობიარობა კი 33 წლის ასაკში ქონდა. მაინტერესებს ხომ არ ვარ მე რისკის ქვეშ რომ დამემართოს რაიმე ფსიქიკური დარღვევა და თუ ეს ასეა როგორ მოვახდინო ამის პრევენცია როგორც ფსიქიკური დარღვევის გაჩენის რისკის ქვეშ მყოფმა, დიდი მადლობა წინასწარ:)

პასუხი
-მართალია, ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობის აზრით ბიპოლარულ აშლილობას შესაძლებელია ის მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომელიც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, ქიმიური დისბალანსს იწვევს, რაც, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს ტვინის გარკვეულ ნაწილებზე. ბიპოლარული აშლილობა ხშირად ერთი ოჯახის ფარგლებში მიმდინარეობს, და კვლევები მიუთითებენ მოცემული დაავადების გენეტიკურ კომპონენტზე. სტრესულმა გარემომ ან ნეგატიურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმაც შესაძლებელია  წარმოქმნან აშლილობა. არსებობს ბიპოლარული ეპიზოდების სხვა შესაძლებელი "გამომწვევები": დეპრესიის მკურნალობამ ანტიპერესანტული პრეპარატებით შესაძლებელია მოახდინოს მანიაკალურ მდგომარეობაზე გადართვის პროვოცირება, ძილის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მანია, ან ჰიპეთირეოზმა შეიძლება წარმოშვას დეპრესია ან გუნება-განწყობილების გაუწონასწორებლობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიპოლარული ეპიზოდები შესაძლებელია და ხშირად ჩნდება აშკარად გამოკვეთილი გამომწვევების გარეშეც.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბიპოლარული აშლილობის განკურნების საშუალება, ის მაინც ექვემდებარება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობამ შეიძლება მიაღწიოს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელი მდგომარეობის ოპტიმალურ დონეს

კომენტარები
07 აპრილი 2016 09:17
მყავს 20 წლის გოგონა 2 წლის უკან დაემარტა ბიპოლარული ასჰლილობა და ყოველ ზაპხულს 2 ტვის განმავლობასჰი უმეორდება აკვიატებული აზრებიტ. ვასმევ დეპაკინ ხრონოს და სედარექს მაინტერესებს სწორად მკურნალობს ტუ არა, გტხოვტ მიპასუხოტ, დალიან განვიცდი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად