გთხოვთ მიპასუხოთ გარკვევით. შიდსის აკიდების დღიდან... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
16-05-2012

-გთხოვთ მიპასუხოთ გარკვევით. შიდსის აკიდების დღიდან დაახლოებით რამდენ ხანში დგება ლეტალური შედეგი, იგივე სიკვდილი? რა სიპტომები აქვს შიდსს და რამდენი ხანი იცოცხლებს ორგანიზმი მკურნალობის გარეშე? გთხოვ მითხრათ

პასუხი
-თქვენ კითხვას ამ თემაზე გაეცა პასუხი და ეს ჩათვალეთ გაგრძელებად, ნერვიულობით იმძიმებთ მდგომარეობას, ამიტომ ჯერ ჩაიტარეთ ლაბორატორიული გამოკვლევა (წინა კითხვაზე პასუხში მითითებული გაქვთ პერიოდი, როცა გამოკვლევის შედეგი სანდოა), დიგნოზს დასვამს ექიმი. ინფორმაციას კი მოგაწვდით ამ თემაზე:
უშუალოდ ინფიცირებისას და ინფიცირებიდან მოკლე ხანში დაავადების სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისთვის - ე.წ. გაციებისათვის - დამახასიათებელმა სიმპტომატიკამ. დაავადების კლინიკური სიმპტომები კი, როგორც აღვნიშნეთ, წლების შემდეგ ვლინდება. შიდსის გამოვლინება შეიძლება იყოს:
• გახანგრძლივებული ცხელება;
• პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას;
• ხანგრძლივი ფაღარათი;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის სოკოვანი ინფექცია. როდესაც ეს სიმპტომები გამოაჩნდება პირს, რომელიც შიდსით დაავადების რისკჯგუფს ეკუთვნის (ნარკომანები, ჰომოსექსუალები, მეძავები), აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა შიდსის გამოსარიცხად. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა აღნიშნული კვლევა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში ჩატარდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე. დაავადების მომდევნო ეტაპებზე თავს იჩენს სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, სებორეული დერმატიტი, ტუბერკულოზი, სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის ლიმფომა, კაპოშის სარკომა და სხვა. საზოგადოდ, შიდსის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია.
შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად ვითარდება ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან. ოპორტუნისტული ეწოდება ინფექციას, რომლის გამომწვევი (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს, მაგრამ არ იწვევდეს პათოლოგიას და მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში გამოიწვიოს დაავადება.
სწორედ ამიტომ ოპორტუნისტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში. აივ ინფექციის დროს ხშირია ტუბერკულოზი, პნევმოცისტური პნევმონია, ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვა ბაქტერიული, სოკოვანი თუ პარაზიტული ინფექციები.
აივ ინფექციის შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტის ფონზე ხშირად ვითარდება სხვადასხვა გენეზის სიმსივნე შიდსით დაავადებული მკურნალობის გარეშე 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში იღუპება. მაგრამ მკურნალობა გაცილებით მეტად ახანგრძივებს სიცოცხლეს და ამაღლებს ცხოვრების ხარისხს. კერძოდ, თუ პაციენტმა დროულად დაიწყო ექიმის დანიშნული ანტირეტროვირუსული (შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა, მედიკამენტების ზემოქმედებით ხდება დაავადებული პირის იმუნიტეტის შესაბამის დონეზე აწევა და ორგანიზმში შიდსის ვირუსის კონცენტრაციის ისეთი შემცირება, რომ მისი განსაზღვრა სისხლში ვეღარ ხერხდება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს დაავადებისაგან განკურნებას. მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მედიკამენტების მუდმივი მიღება მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. გარდა ამისა, პაციენტი მკურნალობის პერიოდში საჭიროებს სამ თვეში ერთხელ  გამოკვლევების ჩატარებას, რათა განისაზღვროს იმუნური სტატუსი და ვირუსის კონცენტრაცია.
კომენტარები
03 მაისი 2019 16:31
Gamarjobat aseti ambavi shememtxva sul ragaca meorejer mqonda sqesobrivi aqti da seqsis dros sisxlena damewyo Tavi gadaixa da gavagrdzele aqti ra drosac gandoni gaixa am deos argamigrdzelebia shevwyvite uceb aris tu ara shansi shidsi gadamdeboda
01 თებერვალი 2016 21:19
გამარჯობათ! შეილება თუ არა ბავშვი (10-15 წლის) დაავადდეს შიდსიდ ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად