ვარ 18 წლის მაქვს სიცივის ალერგია , ხელები მიწითლდ... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

16-05-2012

-ვარ 18 წლის მაქვს სიცივის ალერგია , ხელები მიწითლდება და მაწუხებს ზაფხულშიც და ვიზუალურადაც ცუდი სანახავი აამის გამო ვერიდები გარეთ გასვლას სამაგიეროდ დამჩემდა უჰაერობა როგორ მოვიქცე?

პასუხი
-გაზაფხულზე სხვა დაავადებებთან ერთად მწვავდება ალერგოდერმატოზებიც;
გახსოვდეთ, სიცივის ალერგიის დროს თვითმკურნალობა, მით უფრო _ ცხელი აბაზანების, საფენებისა თუ სათბურების გამოყენება, არასდიდებით არ შეიძლება. ყოველნაირად უნდა მოერიდოთ სიცივეს, თუმცაღა როცა ონკანში ცხელი წყალი აღარ მოედინება, სახლები და დაწესებულებები ერთიანად გაყინულია, ეს, ცოტა არ იყოს, ძნელია. და მაინც _ თავი შეიკავეთ ცივ წყალში რეცხვისა და ცივი წყლით ხელების დაბანისაგან;
ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში და, რაც მთავარია, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-ალერგოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.
დასასრულ კი _ რამდენიმე რჩევა:
• წყალთან ყოველი შეხების შემდეგ აუცილებელია, ხელებზე დამცავი კრემი გადაისვათ. განსაკუთრებით მოგიხდებათ კრემები, რომლებიც ქოქოსის ზეთს ან ქაცვის ექსტრაქტს შეიცავს. პირველი კარგად შეიწოვება, საუკეთესო მკვებავია და ხელებზე დიდხანს რჩება. რაც შეეხება ქაცვის ზეთსა და ექსტრაქტს, ისინი დიდი ოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგად აშუშებს კანის გამოშრობა-გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ მიკროტრავმებსა და წვრილ ნახეთქებს.
• ხელებზე ხორკლი იმის ნიშანია, რომ კანი შველას გთხოვთ. ახალმოხარშული კარტოფილისა და რძისგან გააკეთეთ პიურე, წაისვით ხელებზე და ენერგიულად შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.
სიცივის ალერგიის საფუძველი იმუნიტეტის დასუსტებაა, ამიტომ ანტიალერგიული პრეპარატები უმეტესად უეფექტოა. დაავადების საბრძოლველად საჭიროა მისი გამომწვევის მოცილება, იმუნომასტიმულებელი და დეტოქსიკაციური თერაპია, რა თქმა უნდა, სიცივის უნდა მოერიდოთ, დაავადება რომ არ გამწვავდეს, ხელები უნდა გქონდეთ თბილად, ატაროთ მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, რადგან სინთეზური ქსოვილები ალერგიას აძლიერებს.
მშრალი კანი სიცივისადმი გაცილებით მგრძნობიარეა, ამიტომ გამოიყენეთ შხაპის რბილი ქაფი ან გელი. სახლიდან გასვლამდე დალიეთ ცხელი ჩაი.
სიცივეზე ალერგიის მქონეებმა არ უნდა მიირთვან მაცივრიდან ახალგამოღებული საკვები - დაავადების გამწვავება რამდენიმე ყლუპ ცივ წყალს, რძეს, ლუდს და ნაყინსაც კი შეუძლია. მას, ვინც სიცივეზე ჭინჭრის ციებას უჩივის, ეკრძალება ცივ წყალში ბანაობა, ცივი შხაპი, ცივი წყლის პროცედურებით გაკაჟება.
რაც შეეხება უჰაერობას წინ დასმულ შეკითხვაში გაგეცათ პასუხი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად