ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს წლის და 8თვის ბ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

15-05-2012

-ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს წლის და 8თვის ბიჭი, არის ძალიან ცელქი, ურჩი, თამაშის დროს ენას აგდებს წინ, და ღამით კბილებს აკრაჭუნებს,რისი ბრალი უნდა იყოოს?

პასუხი
-მხოლოდ თქვენი მონათხრობით ვერ შევძლებთ სწორი დასკვნის გაკეთებას. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ბავშვები ამ ასაკში ხშირად ცელქები არიან. ენის გამოყოფაც იციან. თუ ენას უნებლიედ ყოფს გარეთ, მაშინ ნევროლოგს უნდა მიუყვანოთ.
კბილების  კრაჭუნი არ არის სანერვიულო სიმპტომი. მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშა-ჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ  ხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.
სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება  არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.
არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციონალურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც.
მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ბრუქსიზმი გავრცელებულია, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობას პერიოდული ღამის კბილების კრაჭუნი არაფერს ვნებს და ხშირად უკვალოდ გაივლის. მაგრამ თუკი ბავშვი ღამის ბრუქსიზმის შემდეგ იღვიძებს თავის ტკივილით და სახის კუნთების დაჭიმულობის შეგრძნებით, მშობლებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ფსიქონევროლოგს და სტომატოლოგს. პირველი  დაგეხმარებათ ბრუქსიზმის მიზეზების გარკვევაში, მეორე კი გირჩევთ როგორ დაიცვათ კბილები დაზიანებისგან.
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/bavshvis-aghzrda/3067-rogor-davimorchiloth-bavshvi.html
კომენტარები
04 აპრილი 2016 16:26
გამარჯობათ ჩემი ბიჭი 2 წლლის და 3 თვისაა და კბილებს აკრაჭუნებს შესაძლოა ეს ჭიის ბრალი იყოსს? ვანახო ჩვენს პედიატრს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად