ექიმო.ჩემმა მეუღლემ გაიკეთა სპერმოგრამა ჩაჩავას ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

15-05-2012

-გამარჯობათ ექიმო.ჩემმა მეუღლემ გაიკეთა სპერმოგრამა ჩაჩავას კლინიკაში და შედეგი ასეთია ცოცხალი აქვს 68% ხოლო პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობაა 12% (ზღვარი იყო24%) სპერმოგრამაში სხვა ყველაფერი ნორმაში აქვს.მხოლოდ მარცხენა მხარეს აქვს ვარიკოცელე,მაგრამ ექიმო ჯერ არ ვჩქარობთ ოპერაციის გაკეთებას არ მინდ აბევრი დრო დავკარგოთ და მინდა ჯერ პრეპარატებით ვსინჯოთ მოძრაობის გაძლიერება.გავეცანი პრეპარატ სპემანი ფორტეს ანოტაცია,როგორც გავიგე არის მოძრაობის პროცენტულობის გამაძლიერებელი,თქვენ როგორ მირჩევთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ იქონიებს პრეპარატი შედეგს?თუ არსებობს რაიმე უკეთესი წამლები.გავიგე ასევე ესპანური და ამერიკული პრეპარატებიც არსებობს რომლებიც საკმაოდ კარგი შედეგებით ინიშნება.ტქვენ რას მირცევთ ექიმო სეიძლება სპემანი ფორტეს მიღება ჩვენს შემთხვევაში?არანაირი წამალი არ აქვს მიღებული გარდა როტავიტ როიალისა.მირჩეეთ გტხოვტ ექიმო რამე.მადლობა წინასწააააააააააააააარ!!!

პასუხი
პასუხობს პსპ ნიუ ჰოსპიტალსი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია:
-სპემანის მოქმედების მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი, მე უარყოფითის არაფერს არ ვამბობ, მე მრავალი წლის წინ თავად ვნიშნავდი მას, ცოთა სხვა პრობლემების გამო. ახლა, მე პირადათ ამ პრეპარატს არ ვიყენებ, ვინაიდან ჩემი აზრით სხვა უკეთესი მედიკამენტები არსებობს, გარდა ამისა არის სპეციალური სანთლები ქალებისათვის სპეციალურად იმისათვის, რომ სპერმატოზოიდებმა მეტი რაოდენობით გაიარონ საშვილოსნოს ყელი და შეაღწიონ ღრუში და შემდგომ მილებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი განაყოფიერება, და ამ მკურნალობის შედეგად თითქმის ყოველდღე არის მადლობის ზარები დაორსულებული წყილებიდან. რაც შეეხება ვარიკოცელეს, თუ ვენები მნიშვნელოვნად არის გაფართოებული, მკვეთრად გამოხატული სისხლის უკუნაკადი, არის ოპერაცია სათესლე ჯირკვლის არტერიის შენარჩუნებით და არა ყველაფრის გადაკვანძვით, ჩემი აზრით პრინციპულია, და საბოლოო შედეგიც უკეთესია.
თუ ვარიკოცელე უმნიშვნელოა, პირველ ეტაპად პრეპარატების გამოყენება, შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია ვარიკოცელეზე და ასტენოსპერმიაზე, ოქსიდაციურ სტრესზე იხილოთ ინტერნეტში ქართულ ენაზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად