მოგესალმებით ჩემს მეუღლეს მთელი დღე სამსახურში ყოფ... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

14-05-2012

-მოგესალმებით ჩემს მეუღლეს მთელი დღე სამსახურში ყოფნის გამო ეოფლება სათესლე ჯირკვლები და ხმარობს იღლიის დეოდორანტს და რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება და ტუ არა რა შეიძლება გამოიყენოს?დეოდორანტის გამოყენება რამე საფრთხეს ხომ არ წარმოქმნის ჩვენ ბავშვი არ გვყავს

პასუხი
-საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. მამაკაცებს პარალელურად შესაძლოა სათესლე ჯირკვლების ოფლიანობაც დაეწყოთ. საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობით არის ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის საპროფიტული მიკროორგანიზმების კოლონიზაცია და სუნის პროდუცირება. სუნი განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც საზარდულის ოფლიანობას ანუსისაც ერთვის. საზარდულის ოფლიანობის ყველაზე ხშირი გართულებაა ერითრაზმა- კანზე ჩნდება მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოწითალო მკვეთრი მოხაზულობის ლაქა.
ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები.
კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.
<> ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად