მოგესალმებით, ვაპირებ გლანდების ოპერაციის გაკეთება... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

13-05-2012

-მოგესალმებით, ვაპირებ გლანდების ოპერაციის გაკეთებას და მაინეტერესებს რამდენი ხანია სარეაბილიტაციო პერიოდი? და როგორ უნდა მოვუარო ჭრილობას?

პასუხი
-ტონზილექტომიის შემდეგ ავადმყოფს ენიშნება წოლითი რეჟიმი 5 დღეღამის მანძილზე. ოპერაციიდან პირველი 8-10 სთ-ის განმავლობაში რეკომენედებულია გვერდზე წოლა, რომ ნერწყვის ყლაპვა არ მოხდეს და თავისუფლად გადმოდინდეს შედგმულ თასში.
ოპერაციის შემდეგ პირველ საათებში პაციენტს ეზღუდება აქტიური მოძრაობა, ხველა, ცემინება, ცხვირის ძლიერი მოხოცვა... რათა სისხლისდენა არ იქნას გამოწვეული. სისხლისდენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს!
ტკივილის შემთხვევაში მიიღება ანალგეტიკი, ძილის დარღვევის შემთხვევაში - ტრანკვილიზატორი ან საძილე (ექიმთან შეთანხმებით);
ოპერაციიდან 5 სთ-ის შემდეგ პაციენტს შეიძლება მიეცეს ჩაი, კომპოტი, რძე ოთახის ტემპერატურის. ოპერაციიდან 1-2- დღის შემდეგ თხიერი საკვები; არ შეიძლება არ ცივი და არც ცხელი საკვები; რადგანაც ცხელი იწვევს სისხლდენას, ცივი - გაღიზიანებას. სრულფასოვანი კვება დასაშვებია ოპერაციიდან 6-8 დღის შემდეგ.
ზოგადად ტონზილექტომიის შემდეგ შეხორცების პროცესი სრულად 2-3 კვირაში სრულდება,
კომენტარები
28 აპრილი 2018 16:14
გავიკეთე გლანდების ოპერაცია და 5დღეა მტკივა, გაუსაძლისად ვიკეთებ ნემსებს დს შემზიზღდა რძე აუცილებელია რძის დალევა?
15 თებერვალი 2018 13:51
გუშინ გავიკეთე ოპერაცია და სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდი. რაის გაუსაძლისი ტკივილები ინდივიდუალურია. საერთოდ პრობლემა არ მაქვს ერთი ეს საჭმელია რაც მაწამებს მხოლოდ ფაფას ვჭამ ჯერ მაგრამ ბუნებრივია მეორე დღეს. რაც შეეხება ცივს და ცხელს და ოთახის ტემპერატურისას. ნაყინი რა თქმა უნდა არ შეიძლება და არც ცხელი ხაში. ყველაფერი შეიძლება ორგანიზმის ტემპერატურის 36-38 გრადუსზე. სახლი ზამთარში მაინცდამაინც თბილი შეიძლება არ იყოს. წოლითი რეჟიმი საერთოდ არ არის სასურველი მაგრამ არც გაჭინთვა შეიძლება ზედმეტად.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად