მოგესალმებით! მიხარია რომ ეს საიტი არსებობს! ძალია... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

12-05-2012

-მოგესალმებით! მიხარია რომ ეს საიტი არსებობს! ძალიან გთხოვთ მითხრათ ქატოს მომზადების წესი და როგორ უნდა მივიღო რა რაოდენობით, მინდა 10 კგ დაკლება... ცალკე უნდა შევჭამო თუ უნდა აურიო საჭმელში? მირჩევნია საჭმელში არევა თუ შესაძლებელია ..დღეში 2 ჯერ ვჩამ.უცხოეთში ვცხოვრობ და ვაპირებ ვიყიდო, განსხვავება არის ქატოებს შორის? რომელი ქატოს ხმარობენ დიეტისთვის?როგორ უნდა გავიგო რომელი ვიყიდო?იტალიაში ვცხოვრობ

პასუხი
-დაკლება უნდა მოხდეს არა მკაცრი დიეტით, არამედ რაციონალური კვებით და ვარჯიშით, ასეთ შემთხვევაში არც ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს და შედეგსაც შეინარჩუნებთ;
ბოჭკოვანი საკვების ერთ-ერთ ძვირფას წყაროდ დიეტოლოგები მიიჩნევენ ქატოს – ის წმინდავს და აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასევე ხელს უწყობს წონაში დაკლებას და გვეხმარება ჯანსაღი და ლამაზი სახის კანის შენარჩუნებაში. ხორბლის ქატო ჭურჭელში საღამოს ჩაყარეთ 2 კარგად გადავსებული სუფრის კოვზი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ. დილით წყალი გადაღვარეთ, რაც გადაიღვრება. დარჩენილი ქატო კი მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი (კარგად ატანის შემთხვევაში გაზარდეთ რაოდენობა ) 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე - ჯერ ქატოს შეჭამთ და მერე საკვებს მიაყოლებთ.
თუ ქატოს მიღებისთან ერთად სხვა საკვებს შეამცირებთ, გახდებით, მაგრამ თუ მას უბრალოდ დაამატებთ საკვებს, რასაკვირველია გახდომას არ უნდა ელოდეთ. წონასთან ბრძოლის პირობებში ქატოს მიირთმევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის უჯრედისის ხარჯზე ბუნებრივად უწყობს ხელს ნაწლავში საკვების გადაადგილებას და მის თანაბარ შეწოვას.
ქატო ამ შემთხვევაში არის დამხმარე, დანამატი კომპონენტი, რათა დიეტის დროს საკვების მოცულობის შემცირებამ არ შეუქმნას ორგანიზმს დისკომფორტი და დაეხმაროს ადაპტაციური მექანიზმის ჩამოყალიბებაში. როცა ვიღებთ უჯრედისს, აუცილებელია მივიღოთ ჩვეულებრვთან შედარებით მეტი რაოდენობით წყალი.კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მკაცრად არის გამორიცხული ბოჭკოვანი საკვები.
გთავაზობთ ზოგად რეკომენდაციებს:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან.
შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი.
ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამიტომ გააქტიურდით ფიზიკურად.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად