4 თვის ბავშვს აქვს გამომწვარი ნაკეცები(ყელშიც და ბ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

12-05-2012

-4 თვის ბავშვს აქვს გამომწვარი ნაკეცები(ყელშიც და ბარძაყებზეც) რა აღარ წავსუვი მაგრამ არ უშველა(მაზები,ზეითუნის ზეთი,უზნაძის მალამო,ტოპი კრემი,პუდრი და ა.შ.) არაფერმა უშველა და თქვრენ ვერ მრიჩევთ რამეს?პამპერსაც აღარ ვაცმევ რომ არ ჩაუხურდეს და გამოწვას.

პასუხი
-გამოყელვა ანუ დაოდვილობა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომლის მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან კანზე უხეში თეთრეულის ხახუნით. ზოგჯერ მას ექსუდაციური დიათეზი განაპირობებს. გამოყელვა ხშირია დუნდულებზე, მუცლის ქვედა ნაწილში და სასქესო ორგანოებზე. გამოყელვის თავიდან ასაცილებლად ჩვილს დიდხანს ნუ დატოვებთ სველ საფენებში.
თავდაპირველად თავს იჩენს მხოლოდ კანის შეწითლება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. მძიმე შემთხვევაში განვითარდება ეროზიები, ჩირქოვანი გამონაყარი, კანის მკვეთრი შეწითლება და სისველე. საწყის სტადიაზე მკურნალობის მთავარია ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია საფენების ხშირი გამოცვლა -მაქსიმუმ 3-4 სათში ერთხელ, ყოველი გამოცვლის შემდეგ ბავშვის ჩაბანა და განსაკურებით საზარდულის ნაოჭების, კარგად გამშრალება. სასურველია ჰაერის აბაზანები (გამოცვლისას დაბანილ და გამშრალებულ ბავშვს 10-15 წუთით ერთჯერადი საფენის გარეშე ვტოვებთ).
მსუბუქი გამოყელვის დროს კანი დაამუშავეთ გვირილისა და ორკბილას სპირტიანი ნაყენით, საბავშვო ზეთით. საშუალო სიმძიმის დაზიანებისას ბავშვი რამდენიმე ხნით საფენების გარეშე დატოვეთ - ამ დროს ძალიან კარგია ჰაერის აბაზანები.
სამკურნალოდ გამოიყენება ანტისეპტიკურ ხსნარები და საფენის შიგნით წასასმელ სპეციალურ მალამოები (იკითხეთ აფთიაქში), რომლებიც კანს აშრობს.
დაბანა სასურველია კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. არ არის მიზანშეწონილი ტალკის გამოყენება, რომელიც სისველეში ერთმანეთს ეკრობა და აღიზიანებს კანს. გამოყელვისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, ზოგჯერ გამოყელვის მიზეზია სოკოვანი დაზიანება ან ალერგიული რეაქცია ერთჯერადი საფენის შემადგენელ მასალაზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად