მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ, იქნებ ფსიქოლოგმა მიპა... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

11-05-2012

-მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ, იქნებ ფსიქოლოგმა მიპასუხოს... ვარ 24 წლის, უკვე თითქმის 2 წელია მაქვს ურთიერთობა ერთ ბიჭთან. ბოლო რამდენიმე თვეა სულ ვჩხუბობთ, სხვადასხვა მიზეზების გამო... ძალიან თბილი ადამაინია და ყურადღებიანი ხშირად, თუმცა ეგოსიტია და თუ ერთობა, შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი და უყურადღებო ხდება... მე ამას ვერ ვითმენ და ხშირად ამის გამო მოგვდის ჩხუბი.ამდნენი ჩხუბის და შეურაცხყოფის გამო ერთმანეთის მიმართ ძალიან აგრესიულები გავხდით და ბოლოს ისეთი სიტყვები მითხრა, პატიება მიჭირს... ორივეს ძალიან ფეთქებადი ხასიათი გვაქვს და ყველა მეუბნება შენ უფრო მშვიდი ადამიანი გჭირდებაო. ძალიან დავიბენი, 5 დღეა (ჩხუბის შემდეგ) არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, თითქოს არც მენატრება... (დასვენებაც ვცადეტ 1 თვე, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა) ვიცი, რომ ეხლა უნდა გავაკეთო არჩევანი და თუ არ ღირს, აღარ აღვადგინო ურთიერთობა, მაგრამ მეშინია შეცდომა არ დავუშვა. მეჩვენება, რომ აღარ მიყვარს, მაინტერსებს, შეიძლება რომ ჩხუბის გამო ვგრძნობდე სიცივეს და ცოტა ზიზღსაც იმ ადამიანის გამო, თუ ეს ნიშნავს, რომ არ მიყვარს და უნდა დავამთავრო ურთიერთობა? (ვიცი ზუსტად ვერავინ მეტყვის, მე მიყვარს თუ არა ვინმე, მაგრამ იქნებ ფსიქოლოგმა შეძლოს რამე მირჩიოს) ძალიან მიჭირს სულიერად ამის გამო, ღამე არ მძინავს, კოშმარები მესიზმრება, მგონია, რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინ ვდგავარ და ძალიან მეშინია შეცდომა არ დავუშვა. დიდი მადლობა წინასწარ, ვიცი, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც ყურადღებიანი იქნებით.

პასუხი
-გრძნობებში გარკვევა და არჩევანის გაკეთება თქვენ მოგიწევთ. ჩვენ კი გეტყვით იმას, რომ თუ ადამიანი გიყვარს, უნდა მიიღო იგი ისეთი როგორიცაა და არ უნდა მოითხოვო მისგან დღეში 24 საათიანი ყურადღება.  სიყვარული ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობასაც გულისხმობს, სხვაგვარად  იგი ტანჯვის მომტანი იქნება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად