მაპატიეთ ძალიან ბევრ კითხვებს გისვავთ,ძილში როცა ვ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

10-05-2012

-მაპატიეთ ძალიან ბევრ კითხვებს გისვავთ,ძილში როცა ვტრიალდები და გვერდს ვიცვლი ვგრძნობ რომ კბილებს,მთელი ძალით ძალინ ვაჭერ ერთმანეთზე,ადრე არ ვიყავი ასე, ბოლო დროს დამჩემდა,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-ამ თემაზე მოკლედ ასეთი ინფორმაცია შეგვიძლია მოგაწოდოთ: ზოგადად კბილების კრაჭუნის (ბრუქსიზმის) მიზეზი დღემდე უცნობია. არსებობს ბრუქსიზმის ორი სახე:
• დღის ბრუქსიზმი
• ღამის ბრუქსიზმი; დღის ბრუქსიზმი ვლინდება, როცა ადამიანს ახასიათებს ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს კბილების დიდი ძალით დაჭერა, კრაჭუნამდე. ღამის ბრუქსიზმი გამოიხატება ღამით, ძილის დროს კბილების კრაჭუნში.
ბრუქსიზმის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული მოვლენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევისას. ისეთები, როგორიცაა სომნამბულიზმი (მთვარეული), ხვრინვა, ღამის ენურეზი და შიშის მომგვრელი სიზმრები.
შესაძლოა აღნიშნული სიმპტომი გამოიწვიოს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის აგებულების თავისებურებამ, თანკბილვის პათოლოგიამ ან სახის ჩონჩხის სხვა პათოლოგიებმა. მეცნიერების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბრუქსიზმი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან გამუდმებულ სტრესს, რასაც მოსდევს შინაგანი აშლილობა, დაძაბულობა, სიბრაზე, ძილის წინა აღგზნებულობა. ბრუქსიზმი ხშირად ვითარდება და ძლიერდება სტრესის დროს. უნდა შეეცადოთ დაძლიოთ ან შეამციროთ სტრესის ნეგატიური გავლენა. ეს დაგეხმარებათ ბრუქსიზმის პროფილაქტიკაში და მოგიხსნით მასთან დაკავშირებულ ყბების ტკივილეს (თუკი უჩივით მას).
არსებობს ასეთი რჩევაც: თუკი ღამით კბილებს აკრაჭუნებთ, შეეცადეთ ძილის წინ მაქსიმალურად დაღალოთ თქვენი საღეჭი აპარატი ვაშლის ან უმი ყვავილოვანი კომბოსტოს ჭამით, ამან შესაძლოა დაამშვიდოს თქვენი ჰიპერაქტიური პირის ღრუ.
ძილის დროს კბილების დასაცავად (რადგან ამ დროს ადგილი აქვს კბილების მოცვეთას, თანკბილვის დარღვევას, თავის ტკივილს, სახის კუნთების ტკივილს და სხვა) შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური პირშიგნითა აპარატები. მსგავსი აპარატი მზადდება რბილი პლასტიკისაგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილებს (დაახლოებით ისეთივეა როგორსაც ბოქსიორები ბრძოლების დროს ხმარობენ).

თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად