რა სამკურნალო თვისებები აქვს სიმინდის ზეთს და როგო... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
09-05-2012

-რა სამკურნალო თვისებები აქვს სიმინდის ზეთს და როგორ უნდა მივიღოთ იგი?

პასუხი
-სიმინდის ზეთი გამოირჩევა E ვიტამინის მაღალი შემცველობით, უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის: სასქესო ჯირკვლების, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, ებრძვის გადაღლილობას და კუნთების მოდუნებას.
განსაკუთრებით სასარგებლოა სიმინდის ზეთი ბავშვებისათვის და ფეხმძიმობისა და მეძუძურობის პერიოდში. სიმინდის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ახდენს მარეგულირებელ მოქმედებას ლიპიდების და ქოლესტერინის შემცველობაზე;
ზეთი მდიდარია ფოსფატიდებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით, რომელიც შედის უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში და არეგულირებს ტვინის სხვადასხვა ფუნქციას; არარაფინირებული სიმინდის ზეთი რეკომენდებულია გამოყენებული იქნას სიმსუქნით, დიაბეტით, ათეროსკლეროზით, ღვიძლით, ლიპიდური/ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით დაავადებულთა საკვებში.
სიმინდის ზეთის რეგულარული გამოყენება რეკომენდირებულია ასთმის, შაკიკის, კანის აქერცვლის დროს.
ნაღვლის ბუშტის ტონუსის ასამაღლებლად მიიღება 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ½ - 1 სთ-ით ადრე.
ათეროსკლეროზის და მისი პროფილაქტიკისთვის ზეთი მიიღება ჭამის დროს 3 -ჯერ დღეში 25მგ. თითო მიღებაზე;
შაკიკისა და პოლინოზის დროს - 1 (თითო) სუფრის კოვზი;
უძილობის დროს ზეთს შეიზელენ კეფის ღრმულში, ისვამენ ფეხისა და ხელის გულებზე, სხივ-მაჯის. კოჭ-წვივის, იდაყვის და მუხლის სახსრებში - შეზელვა უნდა მოხდეს ფრთხილად, გულმოდგინედ 5-7 წთ-ის მანძილზე.
კომენტარები
09 აგვისტო 2016 14:26
რატომ არაფერს წერთ რა მეთოდით მიღებული ზეთია სასარგებლო? და რა ზიანი მოაქვს რაფინირებულ ზეთს (რისიც არ უნდა იყოს, მათ შორის სიმინდის ზეთიც). ამჟამად მასიურ წარმოებაშია გენმოდიფიცირებული სიმინდი, სად ჩანს სიმინდის ზეთი რომელი სიმინდისაგან არის მიღებული? არც მწარმოებეკი აჩვენებს ამას და მით უმეტეს არც არავინ ამოწმებს პროდუქციის ხარისხს. შედეგებს 40-50 წლის შემდეგ ნახავს მომავალი თაობა. ეს უფრო სიმინდის ზეთის რეკლამას ჰგავს.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად