გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება წავუსვა ახალშობილს პა... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

08-05-2012

-გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება წავუსვა ახალშობილს პამპერსის ქვეშ, ხშირად აქვს გამომწვარივით წითლად.

პასუხი
-გამოყელვა კანის ანთებითი დაზიანებაა, მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან ტანსაცმლის ხახუნით. თავდაპირველად თავს იჩენს მხოლოდ კანის შეწითლება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. მძიმე შემთხვევაში განვითარდება ეროზიები, ჩირქოვანი გამონაყარი, კანის მკვეთრი შეწითლება და სისველე.
საწყის სტადიაზე მკურნალობის მთავარია ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია საფენების ხშირი გამოცვლა -მაქსიმუმ 3-4 სათში ერთხელ, ყოველი გამოცვლის შემდეგ ბავშვის ჩაბანა და განსაკურებით საზარდულის ნაოჭების, კარგად გამშრალება.
სასურველია ჰაერის აბაზანები (გამოცვლისას დაბანილ და გამშრალებულ ბავშვს 10-15 წუთით ერთჯერადი საფენის გარეშე ვტოვებთ). სამკურნალოდ გამოიყენება ანტისეპტიკურ ხსნარები და საფენის შიგნით წასასმელ სპეციალურ მალამოები (იკითხეთ აფთიაქში), რომლებიც კანს აშრობს. დაბანა სასურველია კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით.
არ არის მიზანშეწონილი ტალკის გამოყენება, რომელიც სისველეში ერთმანეთს ეკრობა და აღიზიანებს კანს. გამოყელვისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, ზოგჯერ გამოყელვის მიზეზია სოკოვანი დაზიანება ან ალერგიული რეაქცია ერთჯერადი საფენის შემადგენელ მასალაზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად