მყავს 1 წლის და 8 თვის ბიჭი, არის ძალიან ურჩი, ცე... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

08-05-2012

- მყავს 1 წლის და 8 თვის ბიჭი, არის ძალიან ურჩი, ცელქი მოკლედ თავისებური ბავშვია, ამ ბოლო დროს შევამჩნიე ძილში კბილების კრაჭუნი, ხოლო თამაშის დროს ენას აგდებს წინ, რაც ადრე არ იცოდა, რას მირჩევთ? დიდი მადლობა.

პასუხი
- თუმცა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია, სინამდვილეში არანაირი მეცნიერი საფუძველი ამ აზრს არ გააჩნია. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშა-ჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ  ხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.
სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება  არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.
არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციონალურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც.
მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ბრუქსიზმი გავრცელებულია, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობას პერიოდული ღამის კბილების კრაჭუნი არაფერს ვნებს და ხშირად უკვალოდ გაივლის. მაგრამ თუკი ბავშვი ღამის ბრუქსიზმის შემდეგ იღვიძებს თავის ტკივილით და სახის კუნთების დაჭიმულობის შეგრძნებით, მშობლებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ფსიქონევროლოგს და სტომატოლოგს. პირველი  დაგეხმარებათ ბრუქსიზმის მიზეზების გარკვევაში, მეორე კი გირჩევთ როგორ დაიცვათ კბილები დაზიანებისგან.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად