ვარ 16 წლის გოგო , 17 წლის ვხდები და ვარ 161 სიმა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-05-2012

-გამარჯობათ, ვარ 16 წლის გოგო , 17 წლის ვხდები და ვარ 161 სიმაღლით, მინდა რომ რამოდენიმე სანტიმეტრი კიდევ მოვიმატო და იქნებ მითხრათ რა პროცედურა ჩავიტარო რომ გავიგო ზრდა დასრულებულია თუ არაა და მიმასწავლოთ სად მივიდე.

პასუხი
- ადამიანის ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს:
<>გენეტიკური- თურმე ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. ამიტომაა, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობას სწორი კვება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.
<>ჰორმონალური-ზრდის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ. ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონის გამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის.
ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც - ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა. აღსანიშნავია, რომ ზრდის ჰრმონის გამომუშავება ხდება ძილში.
-ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის - ძვლოვან სისტემაშიც.
-ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონიც მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი მომწიფების პერიოდში: დაახლოებით 16-დან 18 წლამდე მიმდინარეობს სწრაფი ზრდა, რომელსაც ზრდის შენელება ენაცვლება. რაკი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის ცვლილება ხშირად სხვების ფუნქციონირებაშიც იწვევს გადახრას. შესაბამისად, ირღვევა სიმაღლეში ზრდის პროცესიც.
<>ზრდის ტემპზე მოქმედებს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, თირკმელების, გულის, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სიტემის ორგანოების მძიმე ფუნქციური დარღვევები. ისეთი დაავადებები, როგორიცაა, ქორნიკული ტონზილიტი, ფარინგტი, ქოლეცისტიტი, ჩვეულებრივ არ მოქმედებს ბავშვის ზრდაზე. მაგრამ მეორე მხრივ, ისინი შეიძლება გახდნენ მადის დაქვეთების მიზეზი, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს ზრდის პროცესზე, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.
<>არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
<>ფსიქოსოციალური ფაქტორი (სიყვარულის და მზრუნველობის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება და ბავშვის ზრდის ტემპი დაბალია). მაგალითად, ბავშვთა სახლებში, განსაკუთრებით სადაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები ცხოვრობენ, ბავშვების 20%-ში შეინიშნება ზრდის ტემპის შეფერხება).
<>ფიზიკური აქტიურობა. სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ეზოში თამაშსა და სპორტდარბაზებში ვარჯიშს ტელევიზორსა და კომპიუტერს ამჯობინებენ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
უნდა გითხრათ, რომ ბიჭები 19-20 წლამდე იზრდებიან. გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას;
თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენთ შინაგანი რესურსები. ამისათვის მოგცემთ რამდენიმე რჩევას, ანუ გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას
<>კვება- თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. პირველ რიგში გირჩევთ, იკვებოთ სწორად. კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი, ისპანახი, სალათის ფურცლები, მჟაუნა და ასკილის ნაყოფი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს. არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება
<>სრულფასოვანი ძილი. უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
<>სპორტი. გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადეთ მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
<>არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ზრდის ცენტრს, რომელიც მდებარეობს I საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური კლინიკის ტერიტორიაზე.
კომენტარები
17 იანვარი 2018 13:26
რა ასაკიდან შეიძლება ამ ნაყენის მიცემა ბავშვისთვის? მიპასუხეთ რა ძალიან გთხოვთ
10 იანვარი 2018 23:08
gamarjobat 6 wlis aris bavshvi 104 aris simagle da norma mainteresebs xval mimyavs pediatrta
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად