7 თვის ხდება ჩემი შვილი და არ ჭამს არაფერს ფაფის დ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-05-2012

-7 თვის ხდება ჩემი შვილი და არ ჭამს არაფერს ფაფის და მაწვნის გარდააა ასევე თავის საჭმელს,ვაძლევ ხილის ფაფებს,ვნერვიულობ ძალიან იქნებ მირჩიოთ რავქნა რა მიცე ან როგორ? მასწავლეთ რა.

პასუხი
-7 თვის ასაკისათვის ბავშვი შეიძლება იღებდეს ბოსტნეულის სუპ-პიურეს; თავდაპირველად მას უნდა მიეცეს ერთი ბოსტნეული (ჭარხალი ან სტაფილო) მოხარშული და გახეხილი, შემდეგ გამთბარი, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა გავზარდოთ 4 კოვზამდე, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციას, თუ პატარამ ეს ბოსტნეული კარგად მოინელა, თანდათან, 5 – 7 დღის ინტერვალით უნდა დავამატოთ მეორე ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, შემდეგ კომბოსტო, შემდეგ თვეებში აღნიშნულს ემატება ოხრახუში, კამა, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, თეთრი პურის გახეხილი ორცხობილა 7 თვის ასაკისთვის, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა იზრდება. 8 თვისთვის შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ბოსტნეული უნდა იყოს საღი, კარგად უნდა გაითალოს, გაირეცხოს, გასუფთავდეს კარგია თუ წყალში გააჩერებთ ნაახევარი საათით. ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რაც დიდხანს იხარშება უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება უფრო მოგვიანებით, კომბოსტო ყველაზე ბოლოს. მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრით მომზადებულ ბოსტნეულს რომლისგანაც ამზადებთ სუპს და თავდახურული ხარშავთ, რომ მოიხარშება, გახეხავთ სახეხზე ან დააბლენდერებთ და ერთხელ წამოადუშებთ, სანამ ცხელია დაამატებთ ცოტა ზეთსა და მარილს.
7 თვის ასაკში ნაირფეროვან წვნიანებს ბავშვი ვერ მიიღებს, მენიუ შეიძლება 1 წლიდან გამდიდრდეს.
7 თვისას ხორცი შეიძლება გაასინჯოთ. თავდაპირველად გუფთა მიეცით, ხოლო 8 თვიდან – ორთქლზე მომზადებული კატლეტიც.
კონკრეტული რჩევები მიიღეთ თქვენი პედიატრისაგან, აუცილებელია ბავშვის კვება მასთან შეათანხმოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად