გთხოვთ მიპასუხოთ, მარილი გამოიყენება თუ არა თმის ძ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

03-05-2012

-გთხოვთ მიპასუხოთ, მარილი გამოიყენება თუ არა თმის ძირების გასამაგრებლად ან ამოსაყვანად, მირჩიეს მისი შეზელვა თმაში. და შემდეგ ჩამობანის მერე ვიტამინიანი აბუსალათინის ზეთის წასმა. მადლობა ყურადღებისთვის.

პასუხი
-სუფრის მარილი (უმჯობესია ზღვის მარილი) ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც სკრაბი. იგი ასუფთავებს თავის კანს ჭუჭყისგან და ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას. მარილის პროცრდურების გაკეტების  შედეგად  აქტიურდება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა, ძლიერდება სისხლის ცირკულაცია, რაც აუმჯობესებს  თმების ძირების კვებას.
რადგან მარილს და მარილის ნიღბებს იდებენ თავზე თითების წრიული მოძრაობით (მსუბუქი მასჯი), ეს ხელს უწყობს  თმების ბოლქვების სტიმულირებას და თმის ზრდას აჩქარებს.
გარდა ამისა, მარილი თმებისთვის არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას  და თმებს ასუფთავებს ზედმეტი ცხიმისა და ქერტლისგან. ეს პროცედურა განსაკუთრებით ფასეულია ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმებისთვის (ასეთი თმები ხშირად ძირში ცხიმიანი, ბოლოებში კი- მაშრალი).
უკეთესი ეფექტი აქვს  ზღვის მარილს. იგი მდიდარია იოდითა და მინერალებით და  აუმჯობესებს თმების სტრუქტურს და ხელს უშლით თმის ცვენას.
მარილის გამოყენება რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევბში:
>ცხიმიანი თმები;
>თმის ცვენა;
>თმების ნელა ზრდა;
>ქერტლი;
მარილის გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდია მისი თმის ძირებში  შეზელვა. იდებენ მარილს სუფთა , ოდნავ სველ თმებზე მსუბუქი წრიული მოძრაობისთ 10-15 წუთის განმავლობაში.
საშუალო სიგრძის თმებისთვის საკმარისია 2 სუფრისს კოვზი მარილი. ამის შემდეგ მარილი გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ თავიდან და უნდა გააშრით ბუნებრივად (ფენით არა!). სასურველია პროცედური ბოლოს თმის მკვებავი ნიღბის გაკეთება.
მარილისგან ნიღბის გაკეთებაც შეგიძლიათ. მას უფრო დამზოგავი ხასიათი ექნება (მსუბუქი სკრაბი), რადგან მარილი უნდა გაიხსნას რძის რომელიმე პროდუქტში, მაგალითად, იოგუტთში (დანამატების გარეშე) ან კეფირში.
ნიღნის კომპონენტებს ურევენ თანაბარი რაოდენობით (2 სუფრის კოვზი მარილი+ 2 სუფრის კოვზი იოგურტი ან კეფირი), შემდეგ იდებენ თმებზე (ნიღბის დადება თმის ძირებიდან იწყება). თანაბრად ანაწილებენ მთელ სიგრძეზე, თავს იფუთავენ პოლიეთილენის პარკით და იჩერებენ 20-30 წუთი. ნიღაბი მოცილება ხდება შამპუნით, თმები უნდა გაიშროთ ბუნებრივად (ფენით არა).
თმებისთვის მარილის გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა:
>ნებისმიერი სახით (ნიღაბი თუ ჩვეულებრივ) მარილის გამოყენების შემთხვევაში თავის კანზე არ უნდა გქონდეთ არც ნაკაწრი და არც არანაირი დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგაწუხებთ ტკივილი;
>მარილის პროცედურების გაკეთება  შეიძლება კვირაში მხოლოდ 2-ჯერ და სულ კეთდება  6-8 პროცედურა. უფრო ხშირი გამოყენების შემთხვევაში თმები შეიძლება გაუხეშდეს და დაკარგოს ელასტიკურობა.
>მარილით თეაპიის გამეორება შესაძლებელია მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ