მადლობთ,რომ მეხმარებით,რომ გამიხსენოთ შეგახსენებთ,... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

01-05-2012

-მადლობთ,რომ მეხმარებით,რომ გამიხსენოთ შეგახსენებთ, რომ ფსიქოლოგი არ გვყავს რაიონს,რაც ძალიან მჭირდება.იქნებ დამეხმაროთ რადგან მეშინია ყველაფრის ჭამის,უშუალოდ შიშით მივირთმევ კიტრს და პომიდორის ,რადგამ მგონია კვლავ ეკოლის ბაქტერია აქვს ამ ბოსტნეულს და ამ დაავადების პანიკური შიში მაქვს,შეიძლება მითხრათ ნუღარ მიირთმევთო მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება?ან როდემდე?იქნებ მართლა დამეხმაროთ ონლაინში და ამიხსნათ მაქვს თუ არა საპანიკოდ საქმე?მადლობთ ნატო38 წლის

პასუხი
- თქვნი პანიკა უსაფუძვლოა და გაუმართლებელია ის, რომ საკვებ პროდუქტების ჭამა გეშინიათ ამ პანიკის გამო. ეკოლი - იგივე ეშერიხია კოლი ანუ ნაწლავის ჩხირია, რომლის ერთ-ერთმა შტამმა განიცადა გარკვეული ცვლილება და დაასნებოვნა ადამიანი. აქამდე ეს შტამი მხოლოდ ცხოველებში გვხვდებოდა. ეს ბაქტერია არ შეიძლება იყოს რომელიმე ბოსტნეულის შემადგენლობაში - იგი ცხოველის ან ადამიანის ფეკალიებით (განავალთან ერთად) გამოიყოფა და თუ ამ ფეკალიებით დაბინძურებულ ბოსტნეულს მიირთმევთ, მაშინ არის შესაძლებელი რომ დაავადდეთ. ფეკალური მასებით პროდუქტის დაბინძურება მაშინაც ხდება, თუ ადამიანი დაუბანელი ხელებით (ვგულისხმობ საპნით დაბანას და არა წყლის გადავლებას) მიირთმევს საკვებს. გერმანიაში შარშან  მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ერთმა დაავადებულმა მზარეულმა 10-ზე მეტი ადამიანი დაასნებოვნა ამ ვირუსით და ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ამ მზარეულმა დაუბანელი ხელებით მოამზადა საჭმელი მათთვის. 
დაავადებისგან თავდასაცავად საკმარისია საგულდაგულოდ გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული და არასოდეს მიირთვათ საჭმელი ხელდაუბანელმა, ზოგადადაც ხშირად იბანოთ ხელი საპნით.   ერიდეთ მაღაზიაში შეძენილი მზა პროდუქტების თერმული დამუშავების გარეშე მირთმევას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად