, ძალიან მჭირდება თქვნი დახმარება. მყავს შეყვარებუ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

30-04-2012

-გამარჯობა, ძალიან მჭირდება თქვნი დახმარება. მყავს შეყვარებული 3 წელია, ერთმანეთი გვიყვარს, როგორც თვითონ მეუბნება ჩემი დაკარგვა არ უნდა მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, საშინელი ხასიათი ავქს ელემენტარულ რამეზე დიდ ამბავს ტეხავს, უნდა მისი ყოველი სიტყვა გავითვალისწინო და დავემორჩილო, ზოგჯერ მეზობელთამაც არ მიშვებს, თუ ოდნავ მის სიტყვას გადავუხვიე დაშორებაზეც არ იხევს უკან და არც დამცირებაზე. პირველ ნაბიჯს მე ვდგამ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, რო წყნარდება მეუბნბა და მთხოვს რომ ყოველთვის "დავუჯერო", წყნარად ლაპარაკი მილიონჯერ ვცადე მაგრამ არ ესმის მეუბნება მე ასეთი ვარო, ფსიქოლოგთან წასვლაზე ვერ დავიტანხმე, მართლა ძალიან განვიცდი ეს უკვე ავადმყოფობად ექცა მის დაუკითხავად საერთოდ არაფერი არ უნდა გავაკეთო. არადა ვუყვარვარ მეც მიყვარს და ვერ ვშორდები მინდა როგორმე გავაგებინო რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მენდოს, სიტყვით არ ესმის, არასოდეს არ მიმიცია საბაბი რომ ეეჭვიანა უბრალოდ ასეთია. გთხოვთ გემუდარებით მირჩიეთ რა ვქნა როგორ მოვიქცე რა ვუთხრა რით შევაგნებინო რომ ასე არ შეიძლება? სხვა ბიჭები ასე არ ექცევიან შეყვარებულებს. არ ვიცი როგორ შევცვალო ოდნავ უკეთესობისაკენ მირჩიეთ გთხოვთ... უპასუხოდ ნუ დამტოვებთ...

პასუხი
-თუ სიყვარულს ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა არ ახლავს, მაშინ ის განწირულია.
არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენ უნდა განსაზღვროთ თუ რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი თქვენთვის და რამდენად შეძლებთ ასეთი ეჭვიანი ადამისნის გვერდით მთელი ცხოვრების გატარებას და  მხოლოდ მისი სურვილების გათვალისწინებით ცხოვრებას. რადგან არც ფსიქოლოგთან მოგყვებათ და არც ხასიათის შეცვლას ცდილობს (პირიქით მოითხოვს, რომ ყფველაფერში უსიტყვოდ დაემორჩილოთ) ე.ი. ვერ გრძნობს, რომ არასწორად იქცევა და თუ მის ყველა ,,კაპროზს" არ დაემორჩილებით, კომფლიქტი გარდაუვალია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად