ვარ 28 წლის გოგო. მაწუხებს უსიამოვნო სუნი პირიდან,... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
28-04-2012

-ვარ 28 წლის გოგო. მაწუხებს უსიამოვნო სუნი პირიდან, რაც ძალიან მაკომპლექსებს. ამის გამო დღის განმავლობაში ხშირად ვიხეხავ კბილებს და ვღეჭავ საღეჭ რეზინს. მაქვს ასევე მოთეთრო-მოყვითალო ნადები ენაზე. კუჭის მოქმედება ყოველ დღე მაქვს. ვიყავი სტომატოლოგთან, რომელმაც მითხრა რომ ეს პრობლემა პირის ღრუდან არ არის გამოწვეული. ასევე ვიყავი გასტროენტეროლოგთან, ზონდის მეშვეობით აღმოჩნდა რომ მაქვს კუჭის თიაქარი და ოდნავ მომატებული მჟავიანობა. დამინიშნა მკურნალობა და მითხრა რომ ამის შემდეგ უსიამოვნო სუნი გაქრებოდა. მკურნალობისას ვიღებდი შემდეგ წამლებს: ტრიმედატი, პეპსან რ,მედეზოლი, მაგრამ ამ მკურნალობის შემდეგ არ მაქვს შეღავათი. ბოდიშს გიხდით გრძელი კითხვისთვის და ძალიან გთხოვთ დამეხმარეოთ მივაგნო ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზს. წინასწარ დიდი მადლობა გულითადი პასუხისთვის.

პასუხი
-პირიდან სუნი და ენაზე მოთეთრო-მოყვითალო ნადები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს, საზოგადოდ, საკვების ცუდ გადამუშავებას უკავშირდება, აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად აირების გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პირიდან უსიამოვნო სუნს. კვლავ უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად საჭიროა დიეტის დაცვაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად