რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ტრიხომონიაზი რამდენ ხანში იკურნება? ეს დაავადება კაცის ორგანიზმი უფრო ადვილათ უმკლავდება თუ ქალის ორგანიზმი?
პასუხი
-ტრიქომონიაზი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვენერიული დაავადებაა, ძირითადად გადადის სქესობრივი გზით. მისი გამომწვევი არის საშოს ტრიქომონა - ერთუჯრედიანი პარაზიტი. ქალებში ტრიქომონა ძირითადად მოქმედებს საშოს ქსოვილზე, მამაკაცებში - შარდსაწვეთ მილზე და პროსტატაზე. ტრიქომონიაზის სიმპტომებია: ქალებში გამონადენი საშოდან, საშოს ქავილი, წვა, ტკივილი მოშარდვისას; მამაკაცებში - გამონადენი შარდსაწვეთი მილიდან, ტკივილი და წვა მოშარდვისას, პროსტატის დაზიანების შემთხვევაში პროსტატიტის სიმპტომები. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები და განსაკუთრებით მამაკაცებში, როცა ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმის ხარისხის დაქვეითება, ქალებში - შეხორცებები საშვილოსნოს მილში, მცირე მენჯის ღრუში, რაც შედეგად შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. ტრიქომონას მკურნალობისას გამოიყენება ანტიტრიქომონადული პრეპარატები და მისგან განკურნება არ წარმოადგებს დიდ სირთულეს.
ტრიქომონიაზი არის "კიბოს" მსგავსი სიმპტომების მიზეზი გარკვეული დროის წლების შემდგომ, ბუმერანგის ტიპის მოქნილობით. ამიტომ მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად მაშინაც კი, როცა არ ჩანს ანალიზებში და დიაგნოსტიკა შეუძლებელიც ხდება, მაგრამ პროფილაქტიკა ამ მიზნით ყოველ წელიწადს ერთხელ მაინც აუცილებელია, ხო, სხვათა შორის ტრიქომონადის ატომში ქლამიდია სახლდება და ტრიქომონადას აიძულებს საკვები არა მარტო მისთვის იმარაგოს, არამედ კვებოს ქლამიდიაც. :( ხო და ვუწოდოთ მათ "ერთუჯრედიანი" ...
20 თებერვალი 2016 12:56
Gამარჯობა. Aღმომაჩნდა ტრიხომონიაზი. Vიცი რომ სქესობრივი Gზით გადადის. მე პარტნიორისგან გადამედო. ჩემს პარტნიორს სხვა ქალისგან Gადაედებოდა??