ვარ 20 წლის ბიჭი დამეწყო თმის ცვენა თავი გადავიპა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

26-04-2012

-ვარ 20 წლის ბიჭი დამეწყო თმის ცვენა თავი გადავიპარსე და ეს შეაჩერებს ცვენას? სახლის პირობებში იქნებ მირჩიოდ რამე საშუალება რომელიც თმის ცვენას შეაჩერებს.

პასუხი
-გადაპარსვა არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან თმის საფარი იცავს თავის კანს და თმის ფოლიკულას გარემო ფაქტორების არასასურველი გავლენისგან, გადაპარსვით კიდევ უფრო ძლიერდება თმის ცვენა. გადაპარსვა თმის ფოლიკულისთვის არის სტრესი.
უნდა დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი. მამაკაცებში ეს ხშირად ანდროგენული ხასიათისაა. ანდროგენული ალოპეცია პროგრესირებადი გამელოტებაა, რომელსაც თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედება იწვევს. ის გენეტიკურად განწყობილ პირებს ემართებათ. დაავადება შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თუმცა უმეტესად 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ასეთ შემთხვევაში რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს. ანდროგენული ალოპეციის გარდა, არსერბობს ტოქსიკური ანუ მეტაბოლური ალოპეცია, რომელსაც იწვევს:
> ინფექციური დაავადებები;
> ქიმიური ტოქსინები, სახელდობრ, მედიკამენტები (ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ანტიკოაგულანტები, ანტითირეოიდები, ხელს უწყობს თმის ცვენას. ციტოსტატიკები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის დროს იყენებენ, სწრაფ და სრულ გამელოტებას იწვევს, მაგრამ ეს პროცესი სავსებით შექცევადია. ასეთივე შედეგი აქვს სხივურ თერაპიას);
> რკინის, თუთიის, ცილების, ვიტამინების დეფიციტი, რაც არაადეკვატური კვებით (მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დიეტით) არის გამოწვეული;
> ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი);
> ძლიერი ემოციური დატვირთვა, სტრესი. თმის ცვენის მიზეზად შეიძლება იქცეს თმის არასწორი მოვლა. მავნე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება. გარდა ამისა, არსებობს სებორეული ალოპეცია, რომელიც გარდატეხის ასაკში იწყება. უმეტესად მამაკაცებს შორის არის გავრცელებული.
თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც - ყალიბდება ე.წ. (ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ უკუვითარდება და ყალიბდება მყარი სებორეა, რომელიც სებორეულ ალოპეციაში გადაიზრდება. სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა.
ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ჩვენ გირჩევთ დერმატოლოგთან ვიზიტს, რომელიც დაადგენს თმის ცვენის მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
კომენტარები
10 სექტემბერი 2018 19:12
ვარ 14 წლის ბიჭი, მცვივა თმა ბანაობის დროს როდესაც თავს ვიბან (დიდი რაოდენობით) და ზოგადადაც თმის ვარცხნისასას ორღონდ ნაკლებად.და ახლა უფრო აშკარად შესამჩნევი გაჩხდა შუბლის არეში აშკარად შემცირადა თმის რაოდენობა და რისი ბრალია ექიმო? წინასწარდ დიდი მადლობა!
25 ივნისი 2016 13:42
ვარ 20წლის თმები მცვივა ადგილადგილ ანუ ერთ ადგილას ან რამდენიმეგან რგვალად,მიზეზი რა სჰედზლება იყოს ვიყენებ სახსჰი დამზადებულ წამალს რომელმაც კარგი შედეგი მომცა არაერტხელ,მაგრამ ისევ მეწყება
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად