! ხომ ვერ მეტყვით ქატო როგორ მოვამზადო და მივიღო დ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

26-04-2012

-გამარჯობათ! ხომ ვერ მეტყვით ქატო როგორ მოვამზადო და მივიღო და რამდენჯერ დღეში,გასახდომად მინდა.ყური მოვკარი დძალიან კარგი არისო.ინსტრუქციას ხომ ვერ დამიწერდით?მადლობას გიხდით ასეთი გულისხმიერებისთვის,ძალიან მომწონს თქვენი საიტი.

პასუხი
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად და ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად ხორბლის ქატო ჭურჭელში საღამო ხანს ჩაყარეთ 2 კარგად გადავსებული სუფრის კოვზი ქატო, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ. დილით წყალი გადაღვარეთ, რაც გადაიღვრება. დარჩენილი ქატო კი მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ, ჭამამდე - ჯერ ქატოს შეჭმთ და მერე საკვებს მიაყოლებთ.
თუ ქატოს მიღებისთან ერთად სხვა საკვებს შეამცირებთ, გახდებით, მაგრამ თუ მას უბრალოდ დაამატებთ საკვებს, რასაკვირველია გახდომას არ უნდა ელოდეთ. წონასთან ბრძოლის პირობებში ქატოს მიირთმევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის უჯრედისის ხარჯზე ბუნებრივად უწყობს ხელს ნაწლავში საკვების გადაადგილებას და მის თანაბარ შეწოვას. ქატო ამ შემთხვევაში არის დამხმარე, დანამატი კომპონენტი, რათა დიეტის დროს საკვების მოცულობის შემცირებამ არ შეუქმნას ორგანიზმს დისკომფორტი და დაეხმაროს ადაპტაციური მექანიზმის ჩამოყალიბებაში.
როცა ვიღებთ უჯრედისს, აუცილებელია მივიღოთ ჩვეულებრვთან შედარებით მეტი რაოდენობით წყალი. დიდი რაოდენობით მისმა მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის მიერ ცინკის, მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, ვიტამინი B2-ის, B12-ის შეთვისება, ხოლო კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მკაცრად არის გამორიცხული ბოჭკოვანი საკვები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად