რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ვარ 28 წლის, მაქვს ფსორიაზი, ვიყენებ დერმოვეიტის მალამოს, მალამოს ხმარების პეროდში თითქოს მიქრება, ხოლო რამოდენიმე კვირის შემდეგ აღმოჩენ რომ ისევ მექერცლება, გავრცელებას რომ იწყებს მალამო მეხმარება, რამე სხვა საშუალება ხომ არ არსებობს, რა იწვევს? რამე უკეთესი საშუალება ხომ არ არსებობს ფსორიაზის გაქრობის :(?
პასუხი
- ფსორიაზი კანის ქრონიკული, მორეციდივე და საკმად რთულად სამკურნალო დაავადებაა. მკურნალობა კომპლექსურ მიდგმას საჭიროებს, თვითმკურნალობა ვერანაირად ვერ იქნება შედეგიანი. გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ მკურნალობის მიზნით გამოიყენება ზოგადი და ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც დაავადების სტადიისა და კლინიკური ფორმის მიხედვით ირჩევა. ზოგადი საშუალებებიდან გამოიყენება სედატიური, შარდმდენი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინური მედიკამენტებიც ინიშნება. ასევე გამოიყენება იმუნომოდულატორები და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები. სისტემურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას მძიმე შემთხვევაში მიმართავენ. ადგილობრივი თერაპიისათვის ინიშნება კორტიკოსტეროიდული მალამოები (მაგალითად, დერმოვეიტი). ეს მალამოები ხანგრძლივი ხმარებისას ზოგჯერ კანის ატროფიის ან სტეროუდულ გამონაყარს იწვევს, ამიტომ მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობით შეიძლება. მიმართავენ პუვა-თერაპიას, რომელიც წარმოადგენს ულტრაიისფერი სხივებით ზემოქმედებას, რაც სპეციალურ კაბინაში, განსაზღვრული მედიკამენტების ფონზე ტარდება. ის არ შეიძლება დაინიშნოს 16-18 წლამდე ასაკში, ორსულობისას, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გულ-სისძარღვთა და თირკმელების დაავადების დროს. პუვა-თერაპია უფრო ეფექტურია ფსორიაზის ზამთრის ფორმის დროს. ფსორიაზის დროს კარგია კურორტული მკურნალობა. ამ მხრივ ცნობილი კურორტებია მაცესტა, მკვდარი ზღვის სანაპიროები. საქართველოში - წყალტუბო, ნუნისი, შავი ზღვის კურორტები, განსაკუთრებით ურეკი, რომლის მაგნიტურ ქვიშას უნიკალური მოქმედება აქვს.