ვარ 162სმ და 51 კგ,1 მაქვს ღიპი და საერთოდ წონაში ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-04-2012

-ვარ 162სმ და 51 კგ,1 მაქვს ღიპი და საერთოდ წონაში მომატებული ვარ, ფეხებზე ლაქები გამიჩნდა... მირჩიეთ რა გავაკეთო ფორმაში ჩასადგომად

პასუხი
-ამ პერიოდისთვის თქვენი წონა აბსოლუტურად ნორმალურია.
გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური წონის ქალებში ე.წ. ღიპის მიზეზი ძალიან ხშირად არის ხოლმე კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები - შეკრულობა, გაზები.
ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს. პარალელურად შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მუცლის პრესს გაგიმაგრებთ და თქვენს მუცელს ლამაზს და მიმზიდველს გახდის. მუცლის პრესის ვარჯიში 1:
დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მაქსიმალურად მოხარეთ (ქუსლებით თითქმის დუნდულა კუნთებს უნდა ეხებოდეთ). კარგი იქნება, თუ ვინმე ფეხებს გაგიმაგრებთ, რომ ვარჯიშის შესრულების დროს ფეხები იატაკს არ მოშორდეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხები შეგიძლიათ დივნის ან სავარძლის ქვეშ გაამაგროთ. თითებგადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამიდეთ. ახლა შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა ზედა პრესისთვის, მაგრამ შეიძლება მისი მოდიფიცირება გვერდითი კუნთების გასამაგრებლად, ამისათვის მარცხენა იდაყვით შეეხეთ მარჯვენა მუხლს, შემდეგ მარჯვენა იდაყვით_ მარცხენა მუხლს. თავდაპირველად 30-30 ვარჯიში შეასრულეთ შუა და გვერდითი კუნთებისთვის (შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ), თანაც შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ვარჯიშები. იდეალურ ვარიანტში 50 ვარჯიში სრულდება 1 წუთში.
მუცლის პრესის ვარჯიში 2:
დაწექით იატაკზე და ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები, თან შეეცადეთ ხელის თითებით ფეხის თითებს, შეეხოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 20-ჯერ, თან გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულება საჭიროა სწრაფად. ასე თქვენ გაიმაგრებთ ქვედა და გარკვეულწილად ზედა პრესს.
მუცლის პრესის ვარჯიში 3:
ეს ვარჯიში სასარგებლოა ზედა პრესისთვის. მისი შესრულების დროსაც პირველი ვარჯიშის მსგავსად თითებგადაჯვარედინებული ხელები ამოიდეთ თავქვეშ. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორეთ ზურგი იატაკს. არ არის აუცილებელი ზურგის მთლიანად აწევა, საკმარისია, ზედა ნაწილის წამოწევა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ, მზის წნულის არეში მსუბუქი ტკივილის შეგრძნებამდე. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ყოველდღე, ორი კვირის შემდეგ უკვე შედეგს ნახავთ. თუმცა საბოლოო მიზნის (ლამაზი მუცელი) მისაღწევად კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება.
მნიშვნელოვანია ცხიმებისა და ცომეულის შეზღუდვა და აქტიური ცხოვრების წესი.
რაც შეეხება ფეხებზე ლაქებს, საიტიდან გაგვიჭირდება დადგენა რა სახის ლაქებზეა ლაპარაკი, მიმართეთ დერმატოლოგს!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად