! ცოტა ქერტლიანი და ცხიმანი თამა მაქვს და რას მირ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-04-2012

-გამარჯობათ ! ცოტა ქერტლიანი და ცხიმანი თამა მაქვს და რას მირჩეთ მოკლედ ვატარო თმა თუ მოვუშვა და რამდენად ხშირად დავიბანო ? რა საშვალებებს შემიძლია მივმართო ?

პასუხი
-უნდა გითხრათ, რომ თმების ზედმეტად გაცხიმიანება გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა. ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი. ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანი მომატებული ცხიმიანობისას; მშრალი ქერტლი ვითრდება კანის სიმშრალისას და ახლავს ქავილი, ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას. მისი გამომწვევი ერთერთი მიზეზა სოკო - Pityrosporum Ovale, რომელიც ყველა ადამიანის თავის კანზეა, მაგრამ გამრავლებას იწყებს მაშინ როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნება, მაგ თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას. სხვა მიზეზები: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევევი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის გამოშრობა, თმის არასწორი მოვლა. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხელი;
ზოგადი მითითება ასეთია: კვებიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ტკბილეული; საჭიროა საკვები რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით, ხორცით, ვიტამინებით A, B, E, C, თუთიით, კალციუმით, რკინით.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით (ტრიქოლოგის მიერ), გასათვალისწინებელია თმის ტიპი და გამომწვევი.
მანამ კი ისარგებლეთ რჩევით:
ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა. დღეს გაყიდვაში არის სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ფასის, სხვადასხვა ტიპის თმის მოვლის საშუალებები. თქვენ უნდა შეიძინოთ შამპუნი, რომელსაც ეტიკეტზე ეწერება "განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის". ქერტლისთვის შეგიძლიათ იხმაროთ ვიშის-ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ან სებიპროხის შამპუნი;
გარდა ამისა, რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმების მოსავლელად:
>ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
> 2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
>დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
>დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.
>კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
>3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი.
დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
თუ პრობლემა არ მოგვარდა ჩაიტარეთ თავის კანის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად