! მაინტერესებს, როდესაც კალორიულობას ვითვლით წიწიბ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

22-04-2012

-გამარჯობათ! მაინტერესებს, როდესაც კალორიულობას ვითვლით წიწიბურასა და ბრინჯის შემთხვევაში, 100 გრ პროდუქტი იგულისხმება მოხარშული? თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში? დიდი მადლობა!

პასუხი
-რადგან ორივე ეს პროდუქტი მოხარშული სახით გამოიყენება, ამიტომ თქვენთვის საინტერესო იქნება მზა (მოხარშული) პროდუქტის კალორიულობა. ბრინჯის ხარისხიდან გამომდინარე კალორიების ოდენობა სხვადასხვაგვარია; თუმცა ნებისმიერი ხარისხის ბრინჯი არის გამოსადეგი წონის დასაკლები დიეტური კვებისთვის. შავი ბრინჯის კალორიულობა ყველაზე დაბალია - 285კალ, 100გრ-ზე; გრძელმარცვლიანი გაწმენდილი ბრინჯის - 362კალ 100გრ-ზე. ეს რიცხვები ეკუთვნის უმ, მშრალ ბრინჯს.
მოხარშული ბრინჯის კალორიულობა საშუალოდ (ხარისხიდან გამომდინარე) 100კალ 100გრ მზა პროდუქტზე.
ცნობისთვის! 300მლ მოცულობის ჭიქის ნახევარი არის 150გრ ბრინჯი, რომლის მოხარშვით ღებულობთ 420გრ -ს. 1 კგ ბრინჯი არის 4 ჭიქაზე ცოტა ნაკლები, ამ რაოდენობის ბრინჯის მოხარშვით ღებულობთ 3კგ მზა პროდუქტს.
რაც შეეხება წიწიბურას, უმჯობესია მოიხარშოს წყალზე, და ასეთ შემთხვევაში მოხარშული წიწიბურას კალორიულობა 105კალ 100გრ მზა პროდუქტზე;
ფაფა რომ გემრიელი გამოგივიდეთ 200გრ წიწიბურა მოხარშეთ ნახევარ ლიტრ წყალში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად