.ამ ბოლო დროს მაქვს სიცხე 37 და ხან 37.2. ხანდახან... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-04-2012

გამარჯობათ.ამ ბოლო დროს მაქვს სიცხე 37 და ხან 37.2. ხანდახან თავბრუსხვევა მაწუხებს, თავს ცუდად არ ვგრძნობ, თუმცა მაინტერესებს, დაახლოებით 1 წლის წინ მქონდა სქესობრივი კავშირი (ხშირი არა, რამდენჯერმე) ერთ ადამიანთან.ეს არ იყო შემთხვევითი კავშირი, და ის ადამიანიც ჯანმრთელია რამდენადაც ვიცი. უბრალოდ მაინტერესებს სად უნდა გავიკეთო ანალიზი შიდსზე და პასუხი თუ იყო უარყოფითი ეს საბოლოო პასუხია თუ შესაძლებელია რომ ვირუსი ახლა არ გამოჩნდეს და ვთქვათ თავი რამდენიმე წლის მერე იჩინოს.და რა შეიძლება ამ სიმპტომებს იწვევდეს ვის მივმართო. დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-თავდაპირველად გერტვით, რომ შედსზე ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ შიდსის ცენტრში, უნდა ჩატარდეს კვლევა კონტაქტიდან 6 კვირის შემდეგ, ასე რომ თქვენს შემთხვევაში კვლევის ჩატარება შეგიძლიათ.
რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას- - დაბალი სიცხე (37 – 37,5 ფარგლებში) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. 37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. თუმცა ხანგრძლივი სუბფებრილური ტემპერატურა თერაპევტის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერიოზული დიაგნოსტიკური პრობლემაა. ასეთი ჩივილი უმეტესად ახალგაზრდა ქალებს აქვთ. ამ შემთხვევაში ტემპერატურის მომატება დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, შარდსასქესო სისტემის იოლ ინფიცირებასთან, ფსიქოვეგეტატიურ დარღვევებთან. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ. ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზ. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება. ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები. ცნობილია, რომ ბევრისთვის სუბფებრილური ტემპერატურა ინდივიდუალური ნორმის ვარიანტია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა. ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება. გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ. ზოგადად კი ტემპერატურისას უნდა მივმართოთ ექიმს (პირვე რიგში თერაპევტს), რათა დადგინდეს სავარაუდო  მიზეზი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
07 აპრილი 2020 19:07
გამარჯობათ. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ყოველი ციკლის პერიოდში წლებია სიცხე ს მაძლევს 37.2 37.3 ყოველთვის სამი დღე მაინც, არც გრიპი მაქვს და არც სურდო, ამ პერიოდში აკტიური თემა კორონა სამსახურში ვისინჯავთ ყოველ 2 საათშიერთხელ და შუადღით მეწყება 36.5 მატება საღამომდე 37.2 ან 37.4 ხაზამდა ადის აამსახურში ყველას ვერ ვუხსნი რომ ასე ვარ წლებია ყველა თვე ვეღარ ვიგებ მივიდე ექიმთან გავ3სინჯო ფილტვებზე. გინეკოლოგთან ყოველწელს დავდივარ კონსულტაციაზე და პრობლემა არ მაქვს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად