მაქვს მასტოპათია,როცა ციტოლოგიის ანალიზი გავიკეთე ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-04-2012

-მაქვს მასტოპათია,როცა ციტოლოგიის ანალიზი გავიკეთე ექიმის თქმით საშიში არაფერი იყო, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიკეთო კონტროლი ციტოლოგიაზე?

პასუხი
-ძუძუს დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის თვითგასინჯვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად, მენსტრუაციიდან 5-7 დღის შემდეგ, როდესაც ძუძუ ნაკლებად გამაგრებულია. გაქვთ თუ არა მენსტრუაცია, ხართ თუ არა ორსულად, აწოვებთ თუ არა ძუძუს, - განურჩევლად ყველაფრისა, თვითგასინჯვა უნდა წარმოებდეს ყოველ თვე, ერთსა და იმავე რიცხვში. თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით, წელს ზემოთ შიშველ ტანზე, ჯერ ვერტიკალურ, შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დათვალიერება ხდება სარკის წინ, ჯერ - ხელებდაშვებულ, შემდეგ დოინჯშემოყრილ და ბოლოს - ხელებაწეულ პოზაში. დათვალიერება-გასინჯვის დროს ყურადღება ექცევა ყოველგვარ შემაგრებასა თუ კვანძს, ძუძუს ზომას, სიმეტრიას (თუმცა ჯანმრთელი სარძევე ჯირკვალი ყოველთვის არ არის სიმეტრიული), კანის ცვლილებებს (დანაოჭებას, გასქელებას, გაწითლებას და სხვა), ძუძუსთავისა და არეოლის მდებარეობას (დვრილის ჩაბრუნებას, დეფორმაცია, შეჭმუხვნას, გასქელებას); დვრილიდან გამონადენს, რომელიც რჩება ღამის პერანგზე ან აზღუდზე; ძუძუს ზევით, ქვევით ან გვერდით გადანაცვლებას, მისი ფორმის ცვლილებას, ამობურცულ თუ ჩაღრმავებულ ადგილებს. თვითგასინჯვის მომდევნო ეტაპია პალპაცია. ვერტიკალური გასინჯვა შეიძლება ჩატარდეს შხაპის ქვეშ, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა თითები ადვილად სრიალებდეს კანზე. ჰორიზონტალური თვითგასინჯვა ტარდება ზურგზე წოლის დროს. ბეჭქვეშ უნდა ამოვიდოთ მომცრო ბალიში ან დახვეული პირსახოცი. ცალი ხელი თავს ზემოთ გადავიტანოთ, ხოლო მეორე ხელით მოვისინჯოთ მოპირდაპირე ძუძუ. ძუძუ ისინჯება შუა სამი თითის ბალიშებით, მარცხენა ძუძუ - საათის ისრის, ხოლო მარჯვენა - საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით. აუცილებელია ასევე, გაისინჯოს ლავიწის ზონა და იღლიის უბანი. გასინჯვა ხდება წრიული და გრძივი მოძრაობებით. პალპაციისას გამოიყენება მსუბუქი, საშუალო და ღრმა ზეწოლა. ამის შემდეგ ორი თითის მოჭერით ხდება დვრილიდან გამონადენის შემოწმება. გამონადენის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მის ფერს.
ყოველგვარი ცვლილების აღმოჩენისას ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს., რომელიც გადაწყვეტს რა კვლევების ჩატარებაა შემდგომში აუცილებელი.
მამოგრაფიული გამოკვლევა 40 წელს მიღწეულმა ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს. 30-40 წლის ასაკიდან მამოგრაფიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 1-2 წელიწადში ერთხელ, 50 წლიდან - ყოველწლიურად.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად