ვარ 18 წლის ბიჭი,სიმაღლე-170 სმ.. მაინტერესებს რომ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

18-04-2012

-გამარჯობათ,ვარ 18 წლის ბიჭი,სიმაღლე-170 სმ.. მაინტერესებს რომელი ფიზიკური ვარჯიში ზრდის სიმაღლეში და რომელი არა? და კიდევ,არსებობს თუ არა წამლები,რომლებიც დამეხმარება სიმაღლეში გაზრდაში? ან რა გავაკეთო??

პასუხი
-ზრდისათვის ნებისმიერი სპორტი კარგია (გამონაკლისია ძალისმიერი, რაც კუნთოვნი სისტემის ზედმეტად განვითარებას გამოიწვევს), მაგრამ კალათბურთი , ფრენბურთი, ცურვა ხელს მეტად უწყობს ზრდას.
ყველაფერს განსაზღვრავს ზრდის ზონა. როცა ეს ზონები იხურება, ხაზოვანი ზრდა აღარ ხდება, უბრალოდ ძვლის გამსხვილების ხარჯზე ხდება მინიმალური ზრდა.
რაც შეეხება პრეპარატებს, რა თქმა უნდა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება, მაგრამ მისი დანიშვნა საიტიდა არ ხდება; პრეპარატების ეფექტს დიდწილად განსაზღვრავს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებანი და თანმხლები დაავადებების არსებობა, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რიგი გამოკვლევების საფუძველზე არის ნებადართული.
ზრდის სტიმულაციისთვის სპეციალისტები წვნიან კერძებს, ხილისა და ბოსტნეულის ცოცხალი წვენს, რძესა და რძის ნაწარმს, ბურღულეულს და მცენარეული უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს გვირჩევენ. რაც შეეხება სტაფილოსა და ჭარხალს, ისინი დღემდე რჩებიან სიმაღლეში მატების ხელშემწყობ საუკეთესო პროდუქტებად, ამიტომ შეგიძლიათ, რამდენიც გენებოთ, იმდენი მიირთვათ, ოღონდ ნურც A ვიტამინით მდიდარ სხვა პროდუქტებს დაივიწყებთ. კაროტინი არის ასევე ისპანახში, სალათის ფურცლებში, მჟაუნასა და ასკილის ნაყოფში. A ვიტამინი ბევრია ნაღების კარაქში, მოუხდელ რძეში, კვერცხის გულში, ღვიძლში.
ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს. არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა. ზოგიერთს ჰგონია, რომ კარგად იკვებება, თუ ძვირადღირებულ შებოლილ ძეხვს, შავ ხიზილალასა და ნაირ-ნაირ დელიკატესს მიირთმევს. ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრია. სწორი კვება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ შეთავსებას გულისხმობს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები მხოლოდ C ვიტამინი არ არის და არც მინერალებში იგულისხმება მხოლოდ კალციუმი. ნორმალურად კვება არ ნიშნავს მხოლოდ საკვების საკმარის კალორიულობას და აუცილებელი კომპონენტების (ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების) სიუხვეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი კარგი ათვისება. თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ნატურალური საკვები (თერმულად დაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული). მასში უფრო უკეთ არის შენარჩუნებული ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ზრდას ასტიმულირებს.
უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს.
ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
უნდა იცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად