გრეჩიხა რისთვისა კარგი და რას უხდება? | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

18-04-2012

-გრეჩიხა რისთვისა კარგი და რას უხდება?

პასუხი
-წიწიბურა მარცვლოვანებს შორის გამოირჩევა მინერალებისა და მიკროელემენტების ყველაზე დიდი შემცველობით, განსაკუთრებით ბევრია მასში რკინა, კალციუმი, თუთია, ფოსფორი, იოდი და სპილენძი. იგი ასევე მდიდარია B ჯგუფი ვიტამინებით და P ვიტამინით, მასში არსებული უჯრედისი ხელს უწყობს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურ მუშაობას, ფოლიუმის მჟავა კი აძლიერებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას, ცილის შემცველობით იგი აბსოლუტური ჩემპიონია და შეუძლია სრულიად ჩაანაცვლოს ხორცი.
სწორედ ამიტომ იგი სამკურნალო დიეტების შეუცვლელი კომპონენტია. იგი განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებს, რადგან ყველაფერთან ერთად ხელს უწყობს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. აუცილებელია ასაკობრივი ადამიანების რაციონში. მისი მთავარი ღირსება სხვა მარცვლეულთან შედარებით ის გახლავთ, რომ ნაკლებად შეიცავს ნახშირწყლებს და ამასთან მდიდარია უჯრედისით.
იგი იდეალური პროფილაქტიკური საშუალებაა ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონული დაავადებების. ამცირებს შეშუპებას ისეთი სერიოზული დაავადებებისას, როგორიცაა ართრიტი და რევმატიზმი, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას და ორგანიზმიდან მავნე წიდებისა და ტოქსინების გამოდევნას.
მას სასარგებლო თვისებების მხრივ ანალოგი არ მოეპოვება.
კომენტარები
30 იანვარი 2016 23:20
გმადლობთ სასარგებლო ინფორმაციისა და რჩევებისათვის
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად