რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ! ძალიან გთხოვთ, იქნებ მითხრათ რითი უნდა დავიბანო სახე?? ვარ გოგო 18 წლის და მაქვს ფერიმჭამელიანი სახე... რომ არ გამიღიზიანოს და უკეთესობაც რო ვიგრძნო :) ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
პასუხი
-20. სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს , რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე. ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება; ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში. სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით. დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა). გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა - უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.