. წლების წინ ექიმმა დამისვა დიაგნოზი: თავის კანი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

17-04-2012

-გამარჯობათ. წლების წინ ექიმმა დამისვა დიაგნოზი: თავის კანის სებორეული დერმატიტი. გამომიწერა მალამოები, შამპუნები, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ გავთხოვდი .პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემი მდგომაროება ცოტა გართულდა, იმიტომ რომ იდაყვებზე გამიჩნდა მსუბუქად აქერცლილი (რაც ფსორიაზს ახასიათებს). იდაყვებზე ვიმკურნალე დერმოვეიტით და გამიქრა. თავის კანი მაქვს დაჭიმული, ქერტლიანი და მექავება. ვიცი რომ ფსორიაზის შემთხვევაში თავის კანი უფრო ცხიმიანია. მოკლედ ვეღარ გავიგე რა მჭირს, ნუთუ არსებობს ასეთი რამ, რომ ადამიანს ჰქონდეს ორივე დაავადევა: ფსორიაზიც და სებორეული დერმატიტიც? წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-სამწუხაროდ ონალი რეჟიმში, ნახვის გარეშე დიაგნოზს ვერ დაგისმავმთ. თქვენ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, მას არ გაუჭირდება სწორი დიაგნოზის დასმა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ არსებობს სებორეული ფსორიაზი. სებორეული ფსორიაზი ვლინდება კანის სებორეულ ანუ ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ადგილებში: თავის თმიან ნაწილზე, ცხვირ-ტუჩის, ცხვირ-ლოყის, ყურის უკანა მიდამოებში, მკერდსა და ზურგზე, ბეჭთაშუა არეში. გამონაყარის საზღვრები ზოგჯერ ბუნდოვანია, ხოლო ელემენტი არა მოთეთრო-მოვარდისფრო, არამედ მოყვითალო ქერცლით არის დაფა¬რული. თავის თმიან მიდამოში დიდი რაო¬დენობით ქერცლია, რაც ნიღბავს ძირითად ფსორიაზულ გამონაყარს, რომელიც ზო¬გჯერ თავის თმიანი მიდამოდან შუბლის კანზე გადადის და ე.წ. ფსორიაზულ გვირგვინს წარმოქმნის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად