მინდა გითხრათ რომ სერიოზულად დიდ საქმეს აკეთებთ.ვ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

16-04-2012

-გამარჯობა მინდა გითხრათ რომ სერიოზულად დიდ საქმეს აკეთებთ.ვარ გარდატეხის ასაკში ამ ბოლო დროს როდესაც მარტო ვარ სულ ცუდ ხასიათზე ვდგები,უაზრო რაღაცეებზე ვფიქრობ რაც ძალიან მღლის.მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს

პასუხი
-დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი შეფასებისათვის.
რაც შეეხება თქვენს პრობლემას, გუნებ-განწყობის ამგვარი ცვალებადობა დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისათვის. პუბერტატულ ასაკში (გარედატეხის პერიოდში) მოზარდის ორგანიზმში ხდება დიდი ჰორმონალური გადაწყობა, რაც აისახება მის ფსიქიკაზე ანუ იგი უფრო მგრძნობიარე ხდება და არც თუ იშვიათად, გადაჭრაბებულად აფასებს მოვლენებს ანუ პატარა პრობლემა შეიძლება დიდ ტრაგედიად მიიჩნიოს. როდესაც გუნებ-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა ხდება და ეს დიდ დისკომფორტს უქმნის მოზარდს, მაშინ აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა. თქვენ გურჩევთბგაითვალისწინოთ შემდეგი:  ადამიანები მოაზროვნე არსებობი ვართ და თუ კარგად გააანალიზებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ფსიქიკის ლაბირულობაში ,,დამნაშავე" ჰორმონებია, მაშინ შესძლებთ თავი არ ,,დააჩაგვრინოთ" მათ, ანუ  როგორც კი ცუდი (უარყოფითი) ფიქრები შემოგაწვებათ, ან რომელიმე  საკითხს ან მოვლენას გააპრობლემებთ გონებაში, მაშინვე გაიხსენეთ, რომ ეს თქვენს ორგანიოზმში მიმდინარე ცვლილებების ,,ბრალია" და შეიძლება ისე ცუდად სულაც არ იყოს საქმე, როგორც ახლა გეჩვენებათ. უნდა ისწვალოთ ამა თუ იმ საკითხისადმი (პიროვნებისადმი, მოვლენისადმი, ფაქტისადმი) პოზიტიური განწყობის შექმნა. თქვენი დევიზი უნდა გახდეს- გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია ცივი გონებით მიუდგე საკითხს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად