მალე ვათავებ და პარტნიოი დისკომფორტს განიცდი | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

15-04-2012

-გამარჯობა მალე ვათავებ და პარტნიოი დისკომფორტს განიცდი

პასუხი
- თქვენ ნაადრევ ეაკულაციაზე საუბრობთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უროლოგთან ან სექსოპათოლოგთან ვიზიტი. ანალოგიური ხასიათის შეკითხვას რამდენიმე ხნის წინ ასე უპასუხა უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ალეკო ხელაიამ:
"ნაადრევი ეაკულაცია ძალზედ მძიმე დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა, ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის გამო იკარგება მრავალი თვე და წელი, და ეს ყველაფერი აიხსნება ინფექციებით, პროსტატიტით და ა.შ. შესაბამისად, შედეგი თითქმის არ არის.
სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.
სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში".
კომენტარები
19 თებერვალი 2018 16:33
გამარჯობათ, ნაადრევი ეაკულაციისთვის ვიაგრა ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები თუ შველის?ანუ თუ ახანგძლივებს პროცესს?
14 ოქტომბერი 2014 01:06
გამარჯობა.მაინტერესებს ნაადრევი ეაკულაციის მიზეზების დასადგენად როგორ ხდება ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა?ანუ ხდება ხელით გასინჯვა,თუ შეკითხვის საფუძველზე ინიშნება მკურნალობა და კიდევ ერთი,აღნიშნულ დაავადებაზე,რომელთან ვიზიტი უფროა მისაღები,უროლოგთან,თუ სექსოლოგთან?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად