. გილოცავთ აღდგომას!შეკითხვა მაქვს ასეთი:ჩემს 12 წ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

15-04-2012

-გამარჯობათ. გილოცავთ აღდგომას!შეკითხვა მაქვს ასეთი:ჩემს 12 წლის შვილს(მეცამეტე წელშია)ჩუჩა არ გადასდის ,მხოლოდ პატარა ადგილზე ეწევა,დანარჩენ გარშემოწერილობაზე არ ეწევა.პატარა რომ იყო მე ვფიქრობ გადასდიოდა,ასე მეგონა, დარწმუნებული არ ვარ.ბავშვი მეკითხება და მე პასუხები არ მაქვს:სად უნდა მივიყვანო,მტკივნეული პროცედურა იქნება თუ არა,გამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ კეთდება თუ არა ჩუჩის გადაწევა,ჭრილობა მალე რჩება,თუ რაიმე გართულება მოყვება და რომ არ გადავუწიოთ ჩუჩა და ასე დავტოვოთ შეიძლება? თუ პრობლემები შეექმნება? ბევრი შეკითხვაა ძალიან,მაგრამ ძალიან გთხოვთ ყველაზე მიპასუხეთ რა? უღრმესი მადლობა წინასწარ!!!

პასუხი
-დროულად უნდა მიმართოთ უროლოგს. ფიმოზის ოპერაცია არ არის რთული კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და პაციენტი იმავე დღეს იწერება სახლში.
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის შევიწროებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა.ეს იწვევს მთელ რიგ ჰიგიენურ პრობლემას – ასოს თავის და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას – ბალანიტი და ბალანოპოსტიტი. თავის მხრივ ანთებითი პროცესი იწვევს ჩუჩის ნაწიბუროვან ცვლილებებს რაც კიდევ უფრო ავიწროებს ჩუჩას. ფიმოზი გარკვეულ პრობლემებს უქმნის მამაკაცს და მის პარტნიორს სქესობრივი აქტის დროს – ასოს თავზე არის განლაგებული ეროგენული ზონები.
ფიმოზის დროს ჩუჩა შეიძლება გადადიოდეს გარკვეული ძალდატანების შემდეგ. ამგვარ ვითარებაში ჩუჩა არ ბრუნდება უკან, ვითარდება ობსტრუქციული/მომჭერი რგოლი, ასოს თავის და ჩუჩის შეშუპება – პარაფიმოზი. ამ ვითარებაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღდეგ შემთხვევაში ვითარდება ასოს თავის და ჩუჩის ნეკროზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად