საყოველთაოდ ცნობილია, რომ თაფლის მასაჟი ანტიცელული... | მასაჟი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მასაჟი

კატეგორია - მასაჟი

15-04-2012

-საყოველთაოდ ცნობილია, რომ თაფლის მასაჟი ანტიცელულიტური საშუალებაა. თუმცა, მასაჟი საკმაოდ ინტენსიურია, მის შემდეგ კი ჩნდება ღრმა ჩალურჯებები. მაინტერესებს, რამდენად საზიანოა ეს ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი მასაჟის კურსის ჩატარების დროს. აგრეთვე, გავრცელებული მეთოდია, თაფლის მასაჟის შემდეგ, პარკების შემოხვევა ეფექტის გახანგრძლივების მიზნით, რამდენად საზიანო ან სასარგებლოა ეს მეთოდი?

პასუხი
-პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. თაფლიანი კანიდან ხელისგულის "აფხრეწისას" ვაკუუმის ეფექტი იქმნება. მასაჟიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყალი გადაივლოთ, ოღონდ უსაპნოდ. თაფლის მასაჟის მოქმედების ძალა დაფუძნებულია თაფლის სასარგებლო თვისებებზე - ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროზე, ტრადიციული მასაჟის გამოყენების ეფექტით.
ამასთან, თაფლის მასაჟის კურსის გავლის შემდეგ არა მარტო ცელულიტი იშლება, არამედ უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა: იგი ხდება ბავშვის კანივით ნაზი და ხავერდოვანი. შესამჩნევი შედეგის მისაღებად, თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით. (დაიცავით ზომიერება და თავს ძალიანაც ნუ „გაიტყიპავთ“) თაფლით მასაჟის გასაკეთებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი – ცაცხვის, ყვავილის თუ სხვა. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი არ შეიცავდეს უცხო მინარევებს.
ამას გარდა, მასაჟისათვის არ გამოდგება დიდი ხნის, დაშაქრული თაფლიც. მიუჩვევლობის გამო შეიძლება ეს პროცედურა წამებად მოგეჩვენოთ, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი მიეჩვევა და ტკივილი ნაკლებად საგრძნობი გახდება.
მასაჟის მიღების შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი: ჩამოიბანეთ თაფლი და თან დაატენიანეთ კანი. ნუ შეგეშინდებათ, თუ ჩაქცევებს შეამჩნევთ, ისინი მალე გაქრებიან. აუცილებლად წაისვით კანზე ლოსიონი ან კრემი დამატენიანებელი ეფექტით.
ანტიცელულიტური თაფლის მასაჟის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: თაფლიც და ეთერზეთებიც ითვლებიან ძლიერ ალერგენებად… ამიტომ, ვიდრე თაფლს წაისვამთ, შეამოწმეთ რეაქცია – ამისათვის საუკეთესო ადგილია მაჯა. თუ შეამჩნევთ სიწითლეს, გაღიზიანებას ან ქავილის შეგრძნებას, მაშინ, უკეთესია, ცელულიტთან ბრძოლის სხვა მეთოდებს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად