მყავს 3 თვის და 2 კვირის გოგონა. დაიბადა 2 კგ და ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
09-04-2012

-გამარჯობათ, მყავს 3 თვის და 2 კვირის გოგონა. დაიბადა 2 კგ და 500 გრ.ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა. კარგი მადით თავიდანვე არ გამოირჩეოდა და კუთვნილ ულუფას ბოლომდე არ ჭამდა,მაგრამ 3 თვის მანძილზე ჰქონდა კარგი მატება წონაში (900გრ/900გრ/700გრ).ბოლო 2 კვირაა მადა გაუარესდა და უკვე მესამე დღეა საკვებზე საერთოდ უარს ამბობს. ღიზიანდება და ტირის. მხოლოდ ჩაის მიღების მოთხოვნილება აქვს.ამ 2 კვირის მანძილზე სიახლეა, რომ ნერვოპათოლოგის დანიშნულებით იღებს ნოოფენს, ვეროშპირონს და შელკალს.პედიატრთან გვყავდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. მისივე რჩევით ვცადეთ საკვების გამოცვლა, ბოთლის გამოცვლა, ჭამის რეჟიმის გამოცვლა, ჰაერზე უფრო დიდი ხნით ყოფნა,მაგრამ ამოდ.ბავშვი კარგ განწყობაზეა, თამაშობს, ღამით კარგად სძინავს, მაგრამ ჭამასთან დაკავშირებით როგორც უკვე ავღნიშნე დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რას გვირჩევთ? როგორ მოვიქცეთ? პატივისცემით ნინო ხაჩიძე

პასუხი
-ზოგჯერ ნევროლოგიური პრობლემის გამო დანიშნულ მედიკამენტს ახასიათებს ე.წ. პარადოქსული ანუ შებრუნებითი ეფექტი, თუ პედიატრთან ვიზიტის შემდგომ დაადგინეთ, რომ პატარას თვალშისაცემი პრობლემა არაფერი აქვს, დაეკონტაქტეთ ნევროპათოლოგს და გაარკვიეთ, ხომ არ ახასიათებს მსგავსი რამ აღნიშნულ მედიკამენტებს და მასთან კონსულტაციის შემდგომ გადაწყვიტეთ მკურნალობის გაგრძელების ან მისი შეწყვეტის საკითხი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად