ვარ 19 წლის,ბოლო 6 თვეა მაწუხებს ოფლიანობა,განსაკ... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

08-04-2012

-გამარჯობათ ვარ 19 წლის,ბოლო 6 თვეა მაწუხებს ოფლიანობა,განსაკუთრებით ფეხებზე.მაგრამ პირადად მე ამ სუნს ვერ ვგრძნობ.შეიძლება ესეთი რამე რო მე ვერ ვგრძნობდე და სხვა გრძნობდეს. თავს ტრანსპორტში უხერხულად ვგრძნობ სულ მგონია რო მე ამდის სუნი რა ვქნა მირჩიეთ რამე.

პასუხი
-ჩვენ ვერ ვიგრძნობთ საკუთარ სუნს, იმიტომ, რომ ვეჩვევით მას.
ოფლის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აღგზნებადობა. ასეთ შემთხვევაში ხშირია სუნიც, რომელსაც როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომელთაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის.
პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის.
საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები. არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ. ტერფების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც.
გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
- ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად.
- ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
- ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.
- ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე.
- ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
- ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.
კომენტარები
13 ივნისი 2014 22:03
შენი პრობლემა უსაშველო ნამდვილად არ არის, არც სასირცხვილოა რამე, ყველანაირ პრობლემას შველა და მოგვარება უნდა, პირველ რიგში სტომატოლოგთან მიდი, პრობლემის დამალვა არ შეიძლება, მშობლებსაც უთხარი სიმართლე. შეიძლება კბილებიდან ან ღრძილებიდან მოდიოდეს ეს სუნი, ამის მკურნალობა შეიძლება, კიდევერთი მიზეზია გლანდები ან ხახის ანთება, და კიდევ ერთი კუჭ-ნაწლავის პრობლემა, მიდი ყველა ამ სპეციალისტთან დამიჯერე, მეც ეგრე ვიყავი და ძალიან იოლად მოვაგვარე - თურმე ღრძილების პრობლემა მქონია და არ ვიცოდი. სტომატოლოგთან ვიმკურნალე. ისე კუჭ-ნაწლავის ექიმთანაც ვიყავი და მოვიწესრიგე კუჭის მოქმედება. უსაშველო რა გჭირს, რატომ უნდა ჩაიკეტო, შენ ხომ არაფერი დაგიშავებია, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს უბრალოდ, მოაგვარე და ეგ არის. ისე მანამდე სულ თან იქონიე პიტნის საღეჭი რეზინი ან აბები, პიტნა კარგად აქრობს სუნს, მერე როცა იმკურნალებ არარაფერი დაგჭირდება. წარმატებებეს გისურვებ, კარგად მესმის შენი, მაგრამ დამიჯერე ამის გამო საზოგადოებას არ უნდა გაექცე. ყველაფერი კარგად იქნება.
13 ივნისი 2014 15:39
მაქვს უსიამოვნო სულნი რომელსაც ვერ ვგრზნობ.ეს დავასკვნი იქიდან, რომ სატრასპორტო საშვალებებში ხალხისგან ვგრძნობსახის მიმიკით,ასევე მეგობრებისგან ქუჩაში,სკოლაში. კერძო მასწავლებელთან დავდიოდი და აგარ დავდივარ ამის გამო, თან ეხლა საატესტატო გამოცდები მაქვს რამდენიმე დგეში მოკლედ ძაან ცუდად ვარ სახლში ჩავიკეტე გარეთ ძაან იშიატად გადივარ. ესე სუნის პრობლემა დამეწყო 4-5 თვეა. მშობლებმა შემამჩნიეს რომ სკოლაში არ მივდიოდი ასევე კერძო მასწავლებელთან ათას რაგაცას ვიმიზეზებდი თავის ყურის გულის ტკვილს. როგორ იქნა უთხარი რაც მჩირდა მაგრამ ის არა რომ სხვაც გრძობდა ამას თითქოს მე ვგრზნობდი მარტო. მერე წამყვანეს ფსიქოლოგთან მაგრამ სიმართლე არ მითვამს იგივ უთხარი რაც მშობლებს და რააგაც წამლები გამომიცერა ფსიქოლოგიური მაგრამ მეესეთი რამ არ მჩირდა და წამლბზე უარი ვთქვი და და მშობლებს ვატყუებდი აგრაფერი მჩირდა. არ ვიცი რა ვქნა ამ სუნს მე ვერ ვგრძნობ და არ ვიცი საადან მოდის .დღეში 2 ჯერ ვიბან ვიბან მაგრამ არაფერი. მიშვლეთ რამე მირჩიეთ რამე. დავიგალე უკვე აგარ შემიძლია. მეგობრებთან ვეგარ მივდივარ ჩავიკეტე ესე ვთქვათ სახლში. დამეხმარეთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად