თუ შეგიძლიათ რამე ვეგეტარიანული დიეტა მირჩიოთ მინდ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

08-04-2012

-გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ რამე ვეგეტარიანული დიეტა მირჩიოთ მინდა მხოლოდ 3-4 კილოს დაკლება დაახლოებით 2 თვეში.გთხოვთ მიპასუხეთ

პასუხი
-არსებობს სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი სპეციალური ფორმულა წონა/სიმაღლე2 (კგ/სმ2), რომლის საშუალებითაც დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ნორმალური წონა. 18.5 ან ნაკლები კოეფიციენტი მიუთითებს სიგამხდრეზე; 18.5 - 24.9 კოეფიციენტის შემთხვევაში სხეულის წონა ნორმალურია; კოეფიციენტი 25.0 - 29.9 სიმსუქნეზე მეტყველებს; ხოლო 30.0 - ან მეტის შემთხვევაში ადამიანი ძალიან მსუქანია.
ამ ფორმულის მიხედვით თუ თქვენი მასის ინდექსი ნორმალური კატეგორიაში ექცევა, წონის დაკლებას არ გირჩევთ, მითუმეტეს ისეთი ტემპით, რომელზეც თქვენ მიუთითებთ; ამან შეიძლება ჯანმრთლობის პრობლემები შეგიქმნათ, მითუმეტეს, რომ მოზარდი ბრძანდებით. თანაც მკაცრი დიეტებით სწრაფად დაკლებულ კილოგრამებს ადამიანი საკმაოდ მალე ინაზღაურებს;
ამასთან ვეგეტარიანელობა არ ითვლება კვების უნივერსალურ ტიპად, ის ყველას არ მიესადაგება, რადგან მცენარეული საკვები არ შეიცავს ზოგიერთ საჭირო კომპონენტს, რაც ხორცის პროდუქტშია, ასევე მცენარეულ საკკვებში მცირეა რკინა და მას ორგანიზმი უფრო ცუდად ითვისებს, ვიდრე ცხოველური საკვებიდან მიღებულს. ამის გამო ფეხმძიმე ქალებს, ბავშვებს და მოზარდებს მკაცრ ვეგეტარიანელობას არ ურჩევენ, რადგან ამ დროს დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ანემია, რომლი დაძლევაც იოლი არ იქნება. ჯანმრთელობის ერთ-ერთ პირობას წარმოადენს ბალანსირებული და რაციონალური კვება, მკაცრი დიეტა იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, იმუნიტეტის დაქვეითებას, კუჭ-ნაწალავთა სისტემის მხრივ დარღვევებს, გოგონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას.მთავარია, მივეჩვიოთ სწორად კვებას, ასე ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და გარეგნობასაც გაიუმჯობესებთ.
ჭარბი წონის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ არ ხდება დღის განმავლობაში საკვების სახით მიღებული კალორიების დახარჯვა (ფიზიკური აქტიურობით).
ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას. -საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ კვებებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ. -ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს.
ახლა კი გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი. - ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
- ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად