მაინტერესებს რა მიზნით იყენებენ ხარის სომატოტროპი... | მედიცინის სიახლენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მედიცინის სიახლენი
08-04-2012

- მაინტერესებს რა მიზნით იყენებენ ხარის სომატოტროპინს? წინასწარ გმადლობთ!

პასუხი
- თქვენს შეკითხვაზე დეტალური პასუხისათვის გთავაზობთ ეკა ჭავჭავაძის სტატიას, რომელიც ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნდა

ზრდის ჰორმონი

ისტორია
ზრდის ჰორმონის დამუშავება 1956 წელს დაიწყეს. თავდაპირველად მას გარდაცვლილი ადამიანისა და მსხვილფეხა საქონლის ჰიპოფიზიდან იღებდნენ. მიღებულ ნივთიერებას საკმაოდ დიდი აქტივობა აღმოაჩნდა, მაგრამ სულ მალე გაირკვა, რომ უამრავ დაავადებასაც იწვევდა, ვინაიდან ცხოველის ჰიპოფიზისგან მიღებული ზრდის ჰორმონი უხვად შეიცავდა პრიონებს - არასწორი სტრუქტურის მქონე ცხოველურ ცილას. ამიტომ 80-იან წლებში მსოფლიოს ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეწყვიტა მსხვილფეხა საქონლის ჰიპოფიზისგან ჰორმონის მიღება და მისი საინექციო ფორმების დამზადება.
დღეს მედიცინაში სინთეზური გზით, გენური ინჟინერიის დახმარებით მიღებული პრეპარატები გამოიყენება. ისინი არ შეიცავს ცხოველურ მუტანტ ცილებს. პრეპარატებს ადამიანის ზრდის ჰორმონის იდენტური მოლეკულა აქვს - გენეტიკოსებმა მასში 191 ამინომჟავა ზუსტად ისეთი თანმიმდევრობით დაალაგეს, როგორც ადამიანის ზრდის ჰორმონის მოლეკულაშია.
მსოფლიოში წარმოებული ხელოვნური ზრდის ჰორმონის 90% სამედიცინო მიზნებს ხმარდება, ყველაზე ხშირად კი იმ ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება, რომელთაც მიზეზთა გამო სიმაღლეში ზრდა შენელებული ან შეჩერებული აქვთ.
ჰიპოფიზური ნანიზმი - ხელოვნურ ზრდის ჰორმონს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჰიპოფიზური ნანიზმით დაავადებულთა სამკურნალოდ იყენებენ. ეს ის ხალხია, ვისაც ლილიპუტებს უწოდებენ. მათი ჰიპოფიზი პრაქტიკულად არ გამოიმუშავებს სომატოტროპულ ჰორმონს, სინთეზირებული ანალოგით თერაპია კი მათ სიმაღლეში გაზრდის საშუალებას აძლევთ.
შერეშევსკი-ტერნერის დაავადება - ეს გოგონათა ქრომოსომული პათოლოგიაა, რომელიც ზრდაში ჩამორჩენას იწვევს. ამ დაავადებისას ჰორმონშემცველი პრეპარატებით მკურნალობის ეფექტი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ჰიპოფიზური ნანიზმისას, თანაც თითქმის ორჯერ ძვირი ღირს. ქონდროდისპლაზია - ამ პათოლოგიით დაავადებულებს დიდი თავისა და მოკლე კიდურების გამო "გონიერ ჯუჯებს" უწოდებენ. ქონდროდისპლაზია მძიმე ქრომოსომული დაავადებაა. დაავადებულთა ჰიპოფიზი, მართალია, გამოიმუშავებს მცირე ოდენობით სომატოტროპულ ჰორმონს, მაგრამ ხრტილოვანი ქსოვილი მისდამი მგრძნობელობას არ ამჟღავნებს, სინთეზურ ჰორმონებზე კი შედარებით უკეთ რეაგირებს. დასავლეთში ზრდის ჰორმონის პრეპარატებით მკურნალობენ ქალთა უნაყოფობას, დამწვრობასა და მოტეხილობას (ქსოვილების დაჩქარებული რეგენერაციის უნარის გამო). პრეპარატები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც სულ უფრო აქტიურად გამოიყენება შიდსით დაავადებულთა მკურნალობისას. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზრდის ჰორმონს აქტიურად იყენებენ სპორტსმენებიც.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის ინექციები ზრდის ადამიანის სასიცოცხლო ტონუსს. ნუ იფიქრებთ, რომ ტანმორჩილ ადამიანებს მხოლოდ მცირე სიმაღლე აწუხებთ; მათ საგრძნობლად აქვთ დაქვეითებული როგორც სასიცოცხლო, ისე კუნთოვანი ტონუსი, ტანჯავთ ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიები. მრავალი მათგანი სწორედ ინფარქტითა და ინსულტით იღუპება, ავადმყოფობს ოსტეოპოროზით და ა.შ. ზრდის ჰორმონის ინექციების წყალობით მათ ორგანიზმში უმჯობესდება ცხიმოვანი ცვლა, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა, იწყება აღდგენითი პროცესები, პრეპარატი ამაგრებს ნერვულ სისტემას, აქრობს ხასიათის ფლეგმატურობას, პატარა პაციენტები გაცილებით უკეთ სწავლობენ. აქვე უნდა დავძინოთ, ჰორმონოთე-რაპია პანაცეა ნამდვილად არ არის, მართალია მის გამოყენებას დღეს სერიოზული გართულებები თან არ ახლავს, მაგრამ გარკვეული გვერდითი მოვლენები მაინც ახასიათებს, ყველაზე ხშირად ეს თავის ტკივილი და ქალასშიდა წნევის მატებაა, რომელიც ძირითადად არასწორად შერჩეულ დოზას უკავშირდება. საზოგადოდ, პრეპარატის ეფექტს ბევრად განსაზღვრავს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებანი.

ახალი ამპლუა
გაახალგაზრდავების მიზნით ზრდის ჰორმონის პრეპარატებს უკვე ათეულ ათასობით ადამიანი იყენებს და მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს მართლაც შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიდი ფული არ კმარა, აუცილებელია პირობების დაცვა, რომელიც მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, იგული-სხმება ცხოვრების გრაფიკი, სადაც წინასწარ განსაზღვრული და გათვლილია კვება, ვარჯიში და ინექციები. კლასიკოს გერო-ნტოლოგებს თუ დავუჯერებთ, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ "ახალგაზრდობის ახალ ელექსირს", დაბერების საწი-ნააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ამ მიზნით ჰორმონთა აქტიურად გამოყენების მოსურნეებს კი აფრთხილებს, რომ გვე-რდითი მოვლენების სახით გამორიცხული არ არის – დიაბეტი, სახსართა პათოლოგიები, ჰიპერტონია და ჰიპერჰიდროზი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად