მყავს 2.7 წლის ბიჭუნა, რამდენიმე თვეა რაც დაიწყო ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

06-04-2012

-გამარჯობათ, მყავს 2.7 წლის ბიჭუნა, რამდენიმე თვეა რაც დაიწყო ლაპარაკი, ისწავლა ლექსები, არის ძალიან ცელქი და მოუსვენარი , გარეთ პირიქით არის ძალიან სერიოზული, ვერავინ იფიქრებს, რომ ცელქია, ასევე დადის ბაღში და იქაც ისეთი ცელქი როგორიც სახლშია არ არის, ყოველშემთხვევაში მასწავლებელი ასე მეუბნება. ეხლა რაც შეეხება კითხვას, ბავშვის სიცელქეს ადამიანი აიტანდა რომ არა მისი ჭირვეულობა, არის საოცრად ჭირვეული, ჯიუტი და ჯიბრიანი, ამას ემატება ისიც რომ ხანდახან შეუძლია მთელი დღე იკრუსუნოს, იტიროს, იწიწინოს, რაც ძალიან მადარდებს. მითხარით რა შეიძლება რომ მე როგორც დედამ გავაკეთო, ვის უნდა მივმართო და რამდენად ნორმალურია ეს საქციელი ამ ასაკის ბავშვისთვის? დიდი მადლობა.

პასუხი
-პირველ ყოვლისა აჩვენეთ პატარა პედიატრს, რათა გამორიცხოთ პარაზიტული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა თუ ნევროლოგიური პროფილის პათოლოგიები, რომლებიც თავის მხრივ ხშირად იწვევენ პატარებში მოუსვენრობას, შფოთვასა და ნერვულ ლაბილობას. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, გაესაუბრეთ მას, დაადგინეთ ხომ არაფერი აღიაზიანებს შინ თუ საბავშვო ბაღში. თავად გადახედეთ მის ურთიერთობას მშობლებთან და ოჯახის წევრებთან, ზოგჯერ ბავშვის ამგვარი საქციელის მიზეზი გადამეტებული განებრივებაა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად