.მაინტერესებს თუ შეიძლება 4 თვის ბავშვისთვის ჰუმან... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

06-04-2012

-გამარჯობა.მაინტერესებს თუ შეიძლება 4 თვის ბავშვისთვის ჰუმანას ვაშლის წვენის მიცემა,თუ ჯობს სახლში გამოვუწურო?

პასუხი
-ტრადიციისამებრ, ჩვილის რაციონში წვენებს 6 თვიდან რთავენ, მაგრამ თუ ბავშვს, მაგალითად, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება გამოაჩნდა, შეიძლება ეს ერთ, ზოგჯერ ორ წლამდეც კი გადავდოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ უმჯობესია, ბავშვი ჯერ ხილფაფას შეაჩვიოთ და წვენი მერე მისცეთ. პირველ ჯერზე ჩვილს უნდა მივცეთ რომელიმე ერთი ხილის ან ბოსტნეულის წვენი და არა ნარევი. მერეც, როცა წამოზრდილ ბავშვს კვების საერთო რეჟიმზე გადაიყვანთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ბავშვმა დღეში ერთ ჭიქა (200-250მლ) განზავებულ წვენზე მეტი არ უნდა მიიღოს. ახალგამოწურული წვენის მიცემას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა წვენმა სარგებლობა მოუტანოს პატარას. წესი პირველი: წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე. წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა განვაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად