გთხოვთ მირჩიეთ რამე ხალხური მეთოდი შეკრულობის და ბ... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
06-04-2012

-გთხოვთ მირჩიეთ რამე ხალხური მეთოდი შეკრულობის და ბუასილის წინააღმდეგ.

პასუხი
-გთავაზობთ ჩვენთან შემოსული სამკურნალო წერილებიდან ამონაკრებს:
• დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლში ივარჯიშეთ:
მწოლიარემ ასწიეთ ზედატანი და წამოჯექით, ოღონდ ისე, რომ ხელებს არ დაეყრდნოთ. ეს 20-30-ჯერ მაინც უნდა გააკეთოთ. შემდეგ წამოდექით, ხელები თეძოებზე შემოიწყვეთ და 30-ჯერ შეასრულეთ ჩაჯდომა-ადგომა.
• აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30-40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.
• 2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
• უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლისა.
აიღეთ 1 ს.კ. დაფქული წიწაკა, შეურიეთ 2 ს.კ. მცენარეულ ზეთს და დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გამოიყენეთ სახსრების ტკვილის, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს. ეს ზეთი შეიძლება მიიღოთ შინაგანადაც, თუ ყაბზობა გაწუხებთ - 10-20 წვეთი ჭამამდე. ბუასილის მკურნალობაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას. მისი მიზანია კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს საკმაო ოდენობის (2-3 ლიტრ) სითხეს და პროდუქტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნაწლავის პერისტალტიკაზე: შავ პურს, უმ ხილსა და ბოსტნეულს, შავ ქლიავს, შვრიის, წიწიბურას, ქერის ბურღულს. თეთრი, რაფინირებული ფქვილის, მოუხდელი რძის ნაწარმს უმჯობესია ერიდოთ. სამაგიეროდ, რძის მჟავე, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.
ნაწლავის მოტორულ აქტივობას აძლიერებს მინერალური წყალი. რეკომენდებულია მაგნიუმისა და სულფატის იონების შემცველი ნაირსახეობანი. სვით ოთახის ტემპერატურისა, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
არ გირჩევთ ძლიერმოქმედი სასაქმებელი საშუალებების ხშირად მიღებას - თუ ყაბზობისკენ გაქვთ მიდრეკილება, უმჯობესია, მას დიეტითა და სხვა ბუნებრივი მეთოდებით ებრძოლოთ.
აუცილებელია რაციონიდან ცხარე, ტკბილი, შემწვარი, შებოლილი საკვების, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ამოღება - ეს პროდუქტები ხელს უწყობს ანალურ მიდამოში ვენური ქსელის გაფართოებას და არღვევს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას. შეგიძლიათ, დალიოთ მსუბუქი ღვინო, კოქტეილი, კერძის საკაზმად გამოიყენოთ არაცხარე სოუსები და საწებლები, ოხრახუში, კამა, ქინძი. ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეფეკაციის ჰიგიენას. უნდა ვერიდოთ გაჭინთვას, საპირფარეშოში დიდხანს ჯდომას - ორივე ფაქტორი პროვოცირებას უწევს ჰემოროიდულ კრიზს. მეტად მნიშვნელოვანია ანალური მიდამოს საგულდაგულო ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ. ადამიანმა, რომელსაც ქრონიკული ბუასილი აქვს, უმჯობესია, ტუალეტის ქაღალდზე უარი თქვას და დეფეკაციის შემდეგ ანალური მიდამო ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ უფრო გრილი წყლით დაიბანოს.
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
გ ვ ი რ ი ლ ა
2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი
უმი კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ.
ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
ჭ ი ნ ჭ ა რ ი
2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ძ ა ხ ვ ე ლ ი
4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე.
მიღება:1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
კომენტარები
02 ოქტომბერი 2020 03:58
უნდა ილოცოთ, 10 წლისა უკვე დიდია, ქრისტიანულად,ღვთისნიერი სიყვარულით მიუდექით
18 ნოემბერი 2017 13:47
gamarjoba var 27 wlis maqvs tvalebis dzlieri tkivili aseve tavis tkivilebi saerto sisuste ,eqimtan viyavi misulu da mitxra tvins jangbadi ar miewodebao kargadd ,am problemebidan yvelaze metad tvalebis tkivili mawuxebs radgan abiturienti var da vegar vkitxulob veraferss .sheidzleba es yvelaferi hemoglobinis gamo iyos gamowveuli ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად