- ძალიან გთხოვთ, პასუხი გამცეთ, 2 თვის წინ დავიწყე დიანე 35 დალევა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბი მინდოდა და გინეკოლოგმა დამინიშნა, მას შემდეგ ვატყობდი, რომ სახეზე დამეწყო გამონაყარი, შეიძლება თუ არა გამონაყარი დიანეს გამოეწვია? აქამდე არასოდეს მქონია. ეხლა საზღვარგარეთ ვარ და გამონაყარი გამიმძაფრდა, რაღაცა მაზი ვიხმარე და მგონი ალერგია მომცა, სულ გამიწითლდა სახე, იმის მერე აღარ წამისვია, ალერგიის წამალსაც ვსვამ კლარიტინს, გეხვეწებით პასუხი მომწერეთ, აქ ექიმთანაც ვერ მივდივარ და რა ვქნა, სუდოკრემი მაქვს და ამ გაწითლებულ კანზე რომ წავისვა, შეიძლება? თითქოს დამწვარი მაქვს კანი, ველოდები თქვენს პასუხს, მომწერეთ, გთხოვთ
- თქვენს შემთხვევაში ეფექტი შესაძლოა არ იყოს სათანადო, დამწვრობის დროს კი სუდოკრემი არ არის ნაჩვენებიკანის გამონაყარი არ არის მითითებული დიანეს გვერდით ეფექტთა შორის, თუმცა ალერგიული რეაქცია პრეპარატის მიმართ შეიძლება აღმოცენდეს. სუდოკრემი – ეს არის კრემი, რომელიც გამოიყენება საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ. კრემი ბავშვის ნაზ კანს იცავს, აწყნარებს და აღადგენს. სუდოკრემის წყალმიუკარებელი ფუძე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, და იცავს კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებისგან (შარდი, განავალი), გარდა ამისა, სუდოკრემის დამარბილებელი მოქმედება ეხმარება მგრძნობიარე, ანთებად კანს ანიჭებს მას სირბილეს. სუდოკრემი შეიძლება გამოყენებული იქნას კანის სხვა გაღიზიანების დროსაც, როცა საჭიროა დაწყნარება, დაცვა, აღმდგენი მოქმედება, იგი დამატებით ხასიათდება შემახორცებელი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.