რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა,კბილებს ვიხეხავ ორალ B კბილის ჯაგრისით მაგრამ ყოველდღე ხეხვისას მტკივა კბილები ერთ საღამოს რომ გამოვიხეხავ მეორედ უკვე ვეღარ იმიტო რომ ხეხვის პროცესში მტკივა კბილები.სადღაც სამი დღე მაინც უნდა გავიდეს რომ ისევ ნორმალურად გამოვიხეხო კბილები. არ ვიცი ასე რატომაა რა შეიძლება მჭირდეს და რისი ბრალია?
პასუხი
-კბილის პასტაც და ჯაგრისიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და სტომატოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით. კბილის ხშირი - დღეში 4-ჯერ და უფრო მეტჯერ - ხეხვა, არასწორად შერჩეული სიხისტის ჯაგრისისა და აბრაზიული კბილის პასტის გამოყენება ხშირად ხელს უწყობს მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერესთეზიის) განვითარებას. არსებობს ე.წ არაკარიესული ტიპის დაზიანება – ჯაგრისისმიერ ცვეთას. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს. ასე რომ, საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა შერჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი.