. მაქვს ხორკლიანი კანი ზურგის ქვედა ნაწილში და უკა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-03-2012

-გამარჯობათ. მაქვს ხორკლიანი კანი ზურგის ქვედა ნაწილში და უკანალზეც. ვარ 14 წლის.

პასუხი
-როგორც წესი, ხორკლების გაჩენის მიზეზი, კანის სიმშრალეა. ადამიანის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20%-ს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მლ წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე.
კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში სერიოზულად ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიკური სტრუქტურების დეგენერაცია.
კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები (ძალიან მშრალი ჰაერი. მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება) და კანის არასწორი მოვლა.
გარდა ამისა კანის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ (ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, დიაბეტმა და სხვა), ანდა იგი ზოგი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს.
ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება. მშარალი კანის შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს: ძალიან ცხელი წყლით ბანაობა, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება, ძალიან ძლიერი კოსმეტიკური საშუალება, გარუჯვა. უნდა გითხრათ, რომ ტანის კანი, სახის კანის მსგავსად მოვლას საჭიროებს, მითუმეტეს თუ მშრალი და ხორკლიანი კანი გაქვთ. გირჩევთ ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით (მაგალითად ბანაობის დროს გამოიყენეთ შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს, ასევე მუდმივად გამოიყენეთ ტანის მკვებავი ბალზამი. ბანაობის შემდეგ ტანის გამშრალებისთანავე წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი. პერიოდულად მიიღეთ სამკურნალო (სალბის, გვირილის, ორკბილას) აბაზანები. ერიდეთ მზეს, მიიღეთ ვიტამინები ან პოლივიტამინური კომპლექსი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად