პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი ზუსტი კატეგორია ვერ მივ... | ტოქსიკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტოქსიკოლოგია

კატეგორია - ტოქსიკოლოგია

30-03-2012

-გამარჯობათ, პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი ზუსტი კატეგორია ვერ მივუთითე კითხვას ვინაიდან და რადგანაც, ჩემი კითხვაც ცოტა ზოგადია და იმედი მაქვს ამომწურავ პასუხს მივიღებ. რაში მგომარეობს ჩემი კითხვა, რამდენიმე დღის წინ, დავიწყე ექსპერიმენტი. მინდოდა შემედაქრებინა ყოველდღიური ადამიანური რესურსების და ფუნქციების ცვალებადობა. ორი უკიდურესობა იყო ის რომ, ვადარებდი იმ დროს როცა სიგარეტს ვეწეოდი და იმ დროს როცა სიგარეტს არ ვეწეოდი. რა დავასკვენი ? შეიძლება სამედიცინო ენაზე ვერ ავღწერო თითოეული დეტალი თუმცა ზოგად ცვლილებებს ჩამოვწერ. უსიგარეტობის პერიოდში, გაცილებით მშვიდი ვიყავი, გაცილებით დალაგებული და დაწყნარებული. ნერვულად იშვიათად ვაფიქსირებდი თავს რომ აშლილი ვყოფილიყავი, მომემატა მადა, მომემატა სიცოცხლის ხალისი, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე და ძალიან სასიამოვნო გახდა უბრალოდ ყოფიერება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის რომ, სქესობრივი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვგულისხმობ ერექციის ხარისხს. ადრე გაცილებით უფრო რთული იყო ყველაფერი და სურვილიც თითქოს დიდი არ მქონდა სექსუალური ცხოვრების. იმ პერიოდში კი ძალიან სხვანაირად მოხდა ყველაფერი. თუ შეიძლება მიპასუხეთ, არის თუ არა ეს პროცესი ინდივიდუალური ადამიანის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ? რამდენად რეალურად მოქმედებს სიგარეტი სექსუალური ცხოვრების ხარიხზე და ზოგადად რა ხდება იმ დროს როცა ადამიანი იღებს ნიკოტინს ორგანიზმში ?

პასუხი
-ნიკოტინის მოხმარება იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას და აქედან გამომდინარე გარკვეულ გავლენას ახდენს ერექციის ხარისხზე. ერექციული დისფუნქცია ხშირად აქვთ მწეველებს. ნიკოტინი იწვევს სერიოზულ სისხლძარღვოვან სპაზმს: სასქესო ასოს სისხლძარღვები 2-ჯერ და უფრო მეტად ვიწროვდება. სტაჟიან მწეველებს ერექციული ფუნქცია საგრძნობლად უქვეითდებათ.
ნიკოტინი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას – სისხლძარღვების დაავადებაა, რომელიც ასუსტებს ან აქრობს ერექციას; ნიკოტინი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს – იწვევს ლიბიდოს შესუსტებას; ამცირებს და ასუსტებს ეაკულაციას; სპერმაში ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას; სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ასუსტებს; იწვევს უნაყოფობას; იწვევს სპერმატოზოიდების ანომალიებს(სიმახინჯეებს);
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად