მოგესალმებით დიდი პატივიცემით.ეი. რაში მდგომარეობს... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-03-2012

-მოგესალმებით დიდი პატივიცემით.ეი. რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა,ვარ 28 წლის გოგო,მაქვს ძალიან კარგი გარეგნობა,თუმცა ვარ საშინელი ეჭვიანი ჩემი მეუღლის მიმართ,ჩუმად ვამოწმებ მის ტელს,მის სკაიპში შევდივარ ჩუმად და ვკითხულობ ვის რა მიწერა.თან ყველა ამ გამოძიების დროს საშინლად ვიტანჯები,რომ რამე არ ვნახო ისეთი,არადა რაც გამიცნო ზუსატდ ვიცი არასდროს უღალატია ჩემთვის,მაგრამ საქმე იმაშია,რომ მე მის წარსულზე უფრო ვეჭვიანობ,ჩემამდე ვინც ყავდა ყველა მძულს(თუმცა მე მათ არ ვიცნობ)არადა მეც იმდენს ვხვდებოდი,რომ ზოგჯერ როცა ეჭვინობის სცენებს ვუდგავ და ჩემი წარსული მახსენდება მრცხვენია,ის არაა საერთოდ ეჭვიანი(ზოგჯერ მინდა,რომ იყოს)ერთი შვილი გვყავს და მალე მეორეს ველოდები,როცა გავიგებ ვიღაცას ქმარმა უღალატა ან რაღაც მსგავსს შიში მიტანს,მგონია მეც იგივე მომივა,ვიცი რომ ღალატს ვერსადროს ვაპატიებ..არ ვიცი იქნებ სწორად ვიქცევი რომ ასე ვამოწმებ?თან მეშინია ჩემი ამ საქციელით უფრო არ ვუბიძგო ცუდისკენ....თითქმის ყოველდღე ვუმეორებ,რომ სხვისკენ რომ გაიხედოს წავალ და ვერც მე და ვერც შვილებს ვერ ნახავს(ამის გამკეთებელი მართლა ვარ)არ ვიცი როგორ მოვიქცე..ფსიქოლოგთან წადიო არ მითხრათ ოღონდ:)

პასუხი
-ეჭვიანობის საფუძველი - ეგოიზმი, მესაკუთრული ინსტიქტები და კონკურენციის ქვეცნობიერის შიშია. "საკმარისად კარგი არ ვარ!" - ასეთია ადამიანის ფიქრები როდესაც ეჭვიანია. სიყვარული არის დაფუძნებული ურთიერთნდობაზე. შეეცადეთ ნდობაზე ააგოთ ურთიერთობა. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ!!!! ეჭვიანობით თავსაც იტანჯავთ და საყვარელ ადამიანსაც ტანჯავთ, არ არის გამორიცხული, რომ მეუღლეს მობეზრდეს ეჭვიანობის სცენები და თქვენი ოჯახის სიმტკიცე შეირყეს. თუ გსურთ, რომ გქონდეთ ბედნიერი ოჯახი, თუ გსურთ მეუღლესთან და შვილებთან ერთად მშვიდი ცხოვრება და სიყვარულით ტკბობა, მაშინ უნდა დაამარცხოთ ეჭვიანობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად