ჩემი პატარა 2.7 თვისაა, წინა კბილებზე გაუჩნდა ლაქე... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

27-03-2012

-ჩემი პატარა 2.7 თვისაა, წინა კბილებზე გაუჩნდა ლაქები,ექიმმა გვირჩია კალცის მიღება, როგორ შეიძლება ვუმკურნალო და გავუთეთრო კბილები?

პასუხი
-კბილებზე გაჩენილი შავი ლაქები ხშირად არის ნადები, რომლის მოცილებაც სირთულეს არ წარმოადგენს. ამას სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისების საშუალებით აკეთებს. თუ ლაქების მიზეზი კბილის კარიესული დაზიანებაა, აუცილებელია მისი მკურნალობა და დაბჟენა. პროფილაქტიკის ერთადერთი გზა ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა. ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი.
არ არის სასურველი, ბავშვი მხოლოდ რბილ სურსათს იღებდეს. აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ჭამა - ისინი კბილების ერთგვარ მექანიკურ გაწმენდას ახდენენ.
ასევე კარგი იქნება კალციუმის, ფტორისა და ფოსფორის შემცველი კბილის პასტის გამოყენე სარძევე კბილებს ისევე უნდა მოვლა, როგორც ძირითადს. მათზე ზრუნვას პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ.
გირჩევთ საკონსულტაციოდ მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს. რჩევებს პატარას პირის ღრუს მოვლის თაობაზე მიიღებთ ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული თინათინ ქორიძის სტატიიდან „რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან“, მისამართი http://mkurnali.ambebi.ge/index.php/stomatologia/2674-ratom-unda-miviyvanoth-bavshvi-stomatologthan.html?start=2
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად